ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „რუსეთის არმიისა და რუსეთის ფედერაციის ავტორიტეტის ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი, გენერალი ვიქტორ სობოლევი, რომელმაც გამორიცხა რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე.
თავის ტელეგრამის არხში გენერალ სობოლევის ეს პოზიციას კადიროვმა „სირაქლემას პოზას“ შეადარა და მხდალი უწოდა.
„თუ ვინმე, სობოლევის გარდა, თავის აზრებში წინასწარ ემზადება ომში დამარცხებისთვის, მაშინ სჯობს წინასწარვე ჩაბარდეს პოლონელებს და ნუ მართავს პროევროპულ საუბარს, რაც რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტს ლახავს“, – აცხადებს რამზან კადიროვი.
წინა დღით სობოლევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოს წევრ პოლონეთში შეჭრა მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული დაპირისპირების დასაწყისი იქნება, რაზეც რუსეთი არ წავა.
ცნობისთვის, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ სურს რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს.
კომენტარები