დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“რადგანაც არცერთ მხილებულ ეპისკოპოსს არ ეყო სინდისი გადამდგარიყო, თანახმად საეკლესიო კანონებისა და მორალისა, იძულებული ვარ მთელს ქართველ ერს წარმოგიდგინოდ განსასჯელად, რათა იცოდეთ, თუ რა ხდება დედა ეკლესიაში.
წმინდა კანონთა მიხედვით (მოც. 25, ბასილი დიდის 3,7,32, ნეოკ. 1, რუის-ურბ. 18) სიძვა-მრუშობაში ან სხვა სექსუალურ ცოდვებში დაცემილი სასულიერო პირი (დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი) აუცილებლად უნდა განიკვეთოს ხარისხიდან. მრავალი წელია არაერთ ეპისკოპოსზე და კლირიკოსზე იყო მტკიცე ბრალდებანი და ფაქტები აღნიშნულზე, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ეკლესიას 1977 წლდან, წმინდა კანონების სრული იგნორირებით და კადნიერი თავხედობით იწყნარებდა და უშვებდა ამ ყველაფერს, რაც იწვევდა საეკლესიო დასის ხრწნის ზრდას და საყოველთაო მორალურ დაცემას. ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში მთავარეპისკოპოსმა თადეოზ იორამაშვილმა და ეპისკოპოსმა ვახტანგ ახვლედიანმა, მონაზვნად აღკვეცილმა მღვდელმთავრებმა შეირთეს “ცოლები”, დაოჯახდნენ და შვილები შეეძინათ, საეკლესიო კანონიკით ეს იყო მრუშობა და სიძვა, მათი “ცოლები” კი ხარჭებად ფასდებიან რჯულისკანონით. მიუხედავად ამისა, ილია მეორემ არ განკვეთა ისინი ხარისხებიდან და შემდგომში მიტროპოლიტის პატივშიც აღამაღლა. ასევე საეკლესიო სამართლის დარღვევით ყოფილ ცოლებთან თანაცხოვრებას აგრძელებდნენ მონაზვნად აღკვეცილი არაერთი ეპისკოპოსი, რომლებიც ახლა უმეტესობა გარდაცვლილები არიან (მიტრ. გრ. ცერცვაძე, მიტრ. დ. ჭკადუა, მიტრ. ა. ჩახვაშვილი…), ერთი პოლიტიკური მიზნით დასჯილი (ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე), ხოლო მათგან დღემდე სინოდის წევრია ტყიბული-თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე. მაგრამ რეალურად მონაზონი ეპისკოპოსების ეს “ცოლშერთულობა”, ანუ საეკლესიო სამართლით შეფასებული ხარჭოსნობა, კიდევ უფრო მეტ “პატიოსნებად” გამოსჭვივის იმ სექსუალურ აღვირახსნილობასა და ვაკხანალიასთან შედარებით, რაც რეალურად ხდება ე.წ. წმინდა სინოდში, რადგან მრავალი ეპისკოპოსი ერთ ხარჭას (ანუ საყვარელი- ხალხურ ენაზე) არ სჯერდება და რამისაა ჰარემები მოიწყონ. გამჟღავნებული და გამოქვეყნებული დოკუმენტებით, ვიდეო, აუდიო და მიმოწერის სამხილებით მტკიცდება რომ არაერთი ხარჭა, მათ შორის მონაზვნები და მორჩილები ჰყავთ ჩვენს ეპისკოპოსებს, ხოლო ერთი მათგანი, სოდომისტი, ცირკის “პლეშკის” და ორთაჭალის ავტოსადგურის ღამის ხშირი სტუმარია სამოქალაქო ტანსაცმელში და პარიკში გამოწყობილი, არსებობს მისი ორგიების ვიდეომასალაც. აი ესაა ჩვენი “წმინდა სინოდი”. მომყავს სექსუალურ მძიმე ცოდვებში მხილებული ეპისკოპატის ერთიანი სია და მათი ხარჭების ინიციალებით:
1.ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, მონაზონად აღკვეცილია და ეპისკოპოსად ხელდასხმულია 1982 წელს, შვილები შეეძინა 1984 და 1994 წლებში. არაკანონიკურ მეუღლეს დაშორებულია, ჰყავს ხარჭა ი.მ.
2.შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე)- ხარჭები ა. მ., მონაზონი თ.ჩ., სექსუალური ძალადობის მცდელობა ქ.ჭ-ზე.
3.მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)- პედოფილიისთვის ბორჯომის ეპარქიიდან გაქცეულ-გადამდგარი და დღემდე სინოდის წევრად დატოვებული სრულიად უკანონოდ,
4.ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)- ხარჭა: მონაზონი ს.ს., მ.მ, ი.ლ., ასევე სხვა პირისგან ჰყავს ვაჟიშვილი ეპისკოპოსობაში შეძენილი;
5.ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი): ლ.დ., მ.მ., ი.ხ., მონაზონი მ.ჯ., თ.მ., ნ.ბ., შ.გ., ე.ა., ნ.ს.;
6.ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია): გ.ს., თ.შ., მ.რ. და სხვა;
7.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა): მ.ც.
8.ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი): გ.მ.
9.დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული): ი.ფ., შ.ს., შ.შ., ბ.ტ. და სხვა…
10.მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე): ნ.ტ.
11.თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე): ნ.მ., მას ასევე გააკეთებინა აბორტი;
12.წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია): ხ.წ.
13.მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი): მონაზონი ე. (თ.ჩ.),
14. ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, რომელმაც მონაზვნად აღკვეცის და ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომაც (1988) დღემდე აგრძელებს “ყოფილ” ცოლთან თანაცხოვრებას.
სადღეისოდ 43 წევრისგან შემდგარი საქართველოს ეკლესიის სინოდიდან 14 წევრი სუსის გამოქვეყნებული მასალებით მხილებულია სასიკვდილო ცოდვით: მონაზვნური აღთქმის გატეხვა სექსუალური ცოდვებით. ეს ფაქტები უმეტესწილად ისედაც ცნობილი იყო ეკლესიაში და საპატრიარქოში კულუარულად და განსაკუთრებით სიახლეს არც წარმოადგენს, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი სახელებით და ზუსტი მონაცემებით ზედაპირზეა და საეკლესიო ადმინისტრაცია კვლავ უსირცხვილოდ არ იმჩნევს. რა თქმა უნდა, სუსის მონაცემებში გაფაქტული პირების გარდა სინოდში კიდევ არიან სხვა მრუშები და მამათმავლები, ვისზეც კონკრეტული სამხილები ვერ მოიპოვა სუსმა. მათ შორის წარსულში ბრალდებულები მიტრ. ანანია ჯაფარიძე და მიტრ. ზოსიმე შიოშვილი. ხოლო 2019 წლიდან მიტროპოლიტ პეტრე ცაავას და რამდენიმე მსხვერპლის მიერ ბრალდებულია თავად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ასეთ მოცემულობაში, როდესაც საეკლესიო სასამართლო და გამოძიება ფიზიკურად მოშლილია საქართველოს ეკლესიაში, უარავი საეკლესიო კანონი დარღვეულია და არ სრულდება, მათ შორის სამღვდელმთავრო რეზიდენციებში ქალების (გარდა ხორციელი დედის და დის) ცხოვრების აკრძალვის შესახებ მეშვიდე მსოფლიო კრების მე-18 კანონი, რაც იწვევს იმას რომ ქალების ჰარემები აქვთ მოწყობილი ზოგიერთ ეპისკოპოსებს რეზიდენციებში მიყვანილი ქალი მორჩილების და მონაზვნების სახით. არანაირად არ მსურდა საკუთარი იერარქიის სიბილწის და უმსგავსობის შესახებ საჯარო მსჯელობა, მაგრამ ამ იერარქიის ანტიქრისტიანულობა, ანტიეკლესიურობა, ნამუსგარეცხილობა, უტიფრობა და პათოლოგიური დეგრადირება სხვა გზას არ ტოვებს, რადგან ქართულ ეკლესიაში სამართალი მომსპარია, დაე ქართველი ხალხი იყოს განმსჯელი და სამართლის მეძიებელი იმის გამო, რაც ხდება მის ეკლესიაში. პრაქტიკულად სინოდის ნახევარი თავის თავმჯდომარიანად მხილებული და ბრალდებულია სექსუალურ ცოდვებში. რა თქმა უნდა, სასულიერო იერარქიის სხვა არაერთი წევრები: მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები, მონაზვნები ასევე არიან ამავე ცოდვებში, მაგრამ ესენი ვინ უნდა გაასამართლოს ან დასაჯოს კანონიკურად, როცა თავად მმართველი სინოდია ასეთ ანტიეკლესიურ ამორალიზმში ჩაფლული და თავადაა დასასჯელი?! ამიტომ პირველ ეტაპზე მოვითხოვ სინოდის შემადგენლობის გაცხრილვას, გაწმენდას და მხოლოდ ამის შემდგომ არის ფიზიკურად, მორალურად და კანონიკურად კლიროსის დამნაშავე წევრების, ანუ საშუალო და დაბალი იერარქიის პირების საეკლესიო კანონიკით გასამართლება და დასჯა. როდესაც ვსაუბრობთ საეკლესიო დასჯაზე, მიზანი არის ეკლესიის მორალური სახის და სულიერი დანიშნულების გადარჩენა. როგორ გაიწმინდება საეკლესიო დასი სექსუალური ძალმომრეობის, ნარკომანიის, კორუფციის და სხვა დანაშაულებისაგან, როდესაც თავად მმართველი სინოდი და საპატრიარქოს ადმინისტრაცია ჩაძირულია მანკიერებაში, აღვირახსნილობასა და უკანონობაში?! სწორედ ამიტომაც ვართ ამ უმძიმეს დღეში და ზედმოჭრილია უფლის სიტყვები პერგამოს ეკლესიისადმი ნათქვამი საქართველოს ეკლესიაზე: ” გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.
მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.” (გამოცხ. 2, 14-16). დღეს საქართველოს ეკლესია ნიკოლაელთა და ბალაამელთა მიერაა დაპყრობილი…
დიდი რჯულისკანონი ბრძანებს, რომ სასულიერო პირი რომელიც სხვა სასულიერო პირთა მძიმე ცოდვებს დაჰფარავს, რაც განკვეთით ისჯება, თავადაც განიკვეთოს, რადგან ამით ეკლესიას ხრწნის. ხოდა ამიტომ მე ვეღარ დავფარე და ყოველივე გითხარით, ქართველებო. ახლა კი თქვენს სინდისზე იყოს დედა ეკლესიის ბედი და მერმისი. ღმერთი მართალ ადამიანთა ხელით მოქმედებს და მათგან ელის მართალ საქმეებს და არა სინდისდაკარგული მონებისაგან.
ქრისტესადმი სასოებით
+ დეკანოზი ილია ჭიღლაძე
29.09.2021″
“ალია” შეგახსენებთ, ფაილები, რომლებზეც დეკანოზი საუბრობს, მედიაში ორი კვირის წინ გავრცელდა და ისინი სავარაუდოდ სუს-ის მასალებია, თუმცა, მათი ავთენტურობა ჯერ ისევ არ არის დადგენილი ოფიციალურად.
დღეს, დეკანოზ ილია ჭიღლაძის ამ წერილის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ აღნიშნული ფაილები საეკლესიო სასჯელის დასადებად გამოუყენებლია და მეტი მტკიცებულებაა საამისოდ საჭირო.
კომენტარები