“ენმ”-ის წევრი, ზვიად კუპრავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინდელ აქციაზე აბსოლუტურად უკანონოდ, უსაფუძვლოდ დააკავეს Malkhaz Machalikashvili Vaakh Terloev.
დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარვის დადგმას გეგმავდა რუსთაველის გამზირზე, რომელიც წინა დღეს დაურბიეს.
რატომ იმყოფება ვახა ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორში, როცა ადმინისტრაციულად დაკავებული პირები, აქამდე არსებული პრაქტიკით შსს-ს უკვე მეორე დღეს დილიდან გადაჰყავს სასამართლოში?!
შემთხვევით, იმიტომ ხომ არა, რომ ის ვახაა და ამ ფორმით ცდილობენ მის წვალებას და მასზე შურისძიებას?!
არცერთი მსგავსი მდაბიო ქმედება და დანაშაული, რომელიც თქვენი მმართველობის ფორმად იქცა – არ შეგრჩებათ!”
კომენტარები