პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენ მოვიშორეთ მოძალადე, აგრესორი ხელისუფლება. მოვიშორეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლება, მისი სიცოცხლე და ღირებულება კანონით ყოფილიყო დაცული. ვატყობ, ისევ იგივე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. არ ვარ არავის მხარეს, არ მაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური მიმდინარეობა. უბრალოდ, მაწუხებს იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც თვლის რომ მისი უფლება დაარღვიეს და ცდილობს იბრძოლოს სიმართლის აღსადგენად. წყლის ჭავლი?! სირცხვილია… შეიძლება იქ უამრავი ინფიცირებული ადამიანი იდგეს, რომლის მდგომარეობას უფრო გაართულებს ის ქმედება, რაც ,,გამარჯვებულმა” ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა.ვიმეორებ, ჩვენ ყველამ ერთად უარი ვთქვით ძალადობაზე და გადავწყვიტეთ აგვერჩია ჰუმანური მთავრობა.ოღონდ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი…ადამიანებს ნურავინ გამოიყენებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად…მთავრობა ყოველთვის იცვლება, ერის სურვილი კი ძალაში რჩება…
ამდენი წლის მანძილზე მხოლოდ ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, იმდენჯერ გაიმეორეს, ვეჭვობ დაემსგავსნენ… ასეთი გამარჯვება კი დამარცხების პირველი ნაბიჯია!..“
კომენტარები