არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ მხოლოდ ივნისში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook გვერდის რეკლამაში 7 600 დოლარი დაიხარჯა, რაც დღევანდელი კურსის მიხედვით 26 810 ლარია.
მათივე ცნობით, 2020 წლის აგვისტოდან დღემდე პრემიერმინისტრის Facebook გვერდის დასპონსორებაში გადახდილმა თანხამ 135 655 დოლარი შეადგინა.
“ყველაზე მეტი – 66 069 დოლარი, საქართველოს მთავრობამ გადაიხადა, რაც დაახლოებით 251 062 ლარია. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში (2020-2021 წლებში) მის გვერდს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ასპონსორებდა და რეკლამების ხარჯმა 20 258 დოლარი შეადგინა (დაახ. 71,916 ლარი). დანჩენილი ხარჯი შემდეგნაირად განაწილდა:
ირაკლი ღარიბაშვილმა: 29 647 ადოლარი
პარტია ქართული ოცნება: 14 367 დოლარი
პაატა გამჯაშვილი: 5 314 დოლარი”. – წერს ორგანიზაცია.
ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ პრემიერმინისტრი სხვა დანარჩენზე ნაკლები თანხით ასპონსორებს ისეთი შინაარსის პოსტებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება.
“მაგალითად: 100 დოლარზე ნაკლები დახარჯა პრემიერმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო ვიზიტის დარეკლამირებაში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა ევროპარლამენტსა და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან.
100 დოლარზე ნაკლები თანხით დააპონსორა განცხადება, სადაც მწუხარება გამოთქვა რუსეთის ქმედებაზე დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ. Facebook პოსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პოსტი ნაკლები თანხით იყო დასპონსორებული, იგი სოციალური ქსელის მომხმარებლის არც თუ ისე დიდმა ნაწილმა ნახა.
300-399 დოლარით დაასპონსორა ღარიბაშვილმა თავისი პირველი კომენტარი უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით”. – წერს მთავრობა.
კომენტარები