მხოლოდ კონტაქტში მყოფების მიდევნება საკმარისი არ არის, არც კარანტინი – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გაბრეიესუსმა განაცხადა. მან მსოფლიოს მეტი მობილიზებისკენ და კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„მხოლოდ კონტაქტში მყოფების მიდევნება საკმარისი არ არის, არც კარანტინი, ან სოციალურად დისტანცირება. ყველაფერი ერთად უნდა გაკეთდეს. იპოვნეთ, იზოლაციაში მოათავსეთ, ტესტი აუღეთ და უმკურნალეთ ყველას იმისთვის, რომ გადადების ჯაჭვი გაწყდეს. ნება არ მისცეთ ამ ცეცხლს, რომ დაგვწვას“, – განაცხადა ტედროს გაბრეიესუსმა.
კომენტარები