“ვისაც არ უნდა უნდოდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა უნდოდეთ, თავს არავის არ მოვატყუებინებთ. პირველ რიგში, ჩვენს საკუთარ ქვეყანას დავიცავთ. ეს არის კიდევ ერთი ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი, ესე გამოდის, იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ, რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სამი მილიარდი ინვესტიციაა ამ ქვეყანაში დახარჯული და პრინციპში, გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს.
რა, შანტაჟია ეს? რეზოლუციაში ივანიშვილი და სანქციები 5-5-ჯერ რომ მეორდება, გგონიათ, შანტაჟს წამოვეგებით საქართველოს მოსახლეობა? ვნახოთ, მხოლოდ ლობიო რომ დაგვრჩეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში.”
კომენტარები