ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს:
„ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ მხოლოდ და მხოლოდ სახლში. სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვოთ, თუ ეს არის აუცილებლად საჭირო.
სხვა შემთხვევაში ხელისუფლება გახდება იძულებული, რომ გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი.
რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ის ტრაექტორია, რომელიც მათ აქვთ გასავლელი და რა მიზნით.
ჩვენ გვაქვს გარკვეული გათვლები, როგორც ვეძახით დინამიურს, ასევე ერთმომენტიანს. ერთმომენტიანი გათვლის პერსპექტივაა – საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 9 მაისისთვის 2 000 ინფიცირებული იქნება, რომელიც რა თქმა უნდა, სასურველი არ არის რომ იყოს.
ცუდი გამოსავალის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება 4 000-ზე მეტი Covid-დადასტურებული პაციენტი. ეს უფრო დრამატული სურათია.
თუ დავინახავთ, რომ შემდეგ კვირაში გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული შემთხვევა, იძულებული ვიქნებით,
გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად, ყველაფერი ვმართოთ უმკაცრესი ხერხით“
2 ათასიც ბევრია, 4 ათასიც და 8 ათასიც – მაგრამ მინიმუმ არასერიოზულია ჯანდაცვის ორი წარმომადგენელი, პარალელურ რეჟიმში, განსხვავებულ ციფრებს რომ ასახელებს.
კომენტარები