წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს სლოგანით, #განვითარებაყველარეგიონს
,,დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა დანისპარაულის, შუასოფლის, რიყეთის, ბოძაურის, ტაბახმელის, ჯვარიქეთისა და ბეღლეთის მოსახლეობასთან. შეხვედრის მონაწილეებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და ვიმსჯელეთ მათ მოგვარების გზებზე.
მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა სწორად და ადეკვატურად აფასებს ჩვენი გუნდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს. ხალხთან შეხვედრების დროს იგრძნობა მმართველი ძალის მიმართ კეთილგანწყობა, მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია ქვეყანას მოუტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ
კომენტარები