ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე მიხეილ ცაგარელის პოსტს სარკაზმით ეხმაურება:
„მხოლოდ საქართველოში:
1. გვჯერა, რომ სავსე მთვარეს თუ ახალ მთვარეს ფულს რომ ვაჩვენებთ გავმდიდრდებით.
2. ოთხ ერთნაირ ციფრზე სურვილს ჩავიფიქრებთ და აგვისრულდება.
3. სახლის კარებზე ნალს თუ დავკიდებთ ბარაქა იცის.
4. ”კარებში” ხელის ჩამორთმევით გავღარიბდებით.
5. დოლარის ხეს თუ გავზრდით გავმდიდრდებით.
6. ღამე თუ ნაგავს გადავყრით გავღარიბდებით.
7. საფულეში დაკეცილ 1 დოლარიანს მოაქვს ბარაქა.
8. რაღაც ბოტასით სიარულში, ტესლა მედიებით და ლისტებით გავმდიდრდებით.
9. ახალ წელს წითელ სანთლებს თუ დავანთებთ მთელი წელი კარგი იქნება.
10. გვჯერა ფეხბედნიერი მეკვლესი.
11. ფულის ორი თითით გამორთმევით გავღარიბდებით.
12. ჩიტი თუ თავზე დაგვასკლინტავს ფული იცის ან ფეხს თუ ფეკალიაში ჩავდგამთ.
13. შავი კატის დანახვისას სამჯერ ვაფურთხებთ.
14. თუ ხელის გული გვეფხანება ფულს ვიშოვნით (ალერგია ქვია მაგას)
15. ახალ ცოცხს ახალ წელს მოაქვს ბარაქა.
და კიდევ ათასი მსგავსი სისულელის გვწამს
ეხლა ამ სქრინში დაწერილ მორიგ სისულელეს ადამიანები გააკეთებენ და დაელოდებიან როდის დაეცემათ თავზე ფულით სავსე ჩანთა
იმას არავინ ამბობს, რომ სურვილების ასასრულებლად აუცილებელია კარგი განათლება და 25 საათი მუშაობა კვირაში 8 დღე
კომენტარები