საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე:
“ბევრი ფოტო არ გვაქვს ერთად. არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ დედა უკვდავი გგონია. რაღაცნაირად გჯერა, რომ სულ გეყოლება. აბა, მარტოს ხომ არ დაგტოვებს? იცი, რომ ოდესღაც დაბერდება. მაგრამ, თუ ჯერ ახალგაზრდაა? ავად ვინ არ გამხდარა, გული ვის არ სტკენია? მაგრამ ხომ გამომძვრალა…
7 წელი გავიდა, ცხოვრება გაგრძელდა, შვილიშვილები გაიზარდნენ. ამდენი რამ შეიცვალა. მხოლოდ სიცარიელე არ ამოივსო. და დანაშაულის განცდა, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი უპირობო სიყვარული და ვერასდროს მივეცი ის, რასაც ჩემგან იმსახურებდა.”

კომენტარები