მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამინისტროს კანცელარიაში, ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ წერილი უკვე შეიტანეს.
2021 წელს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიზეზად ეპიდვითარება დასახელდა. ამის გამო, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა – 900 ათასი დოლარი და 20 ათასი ევრო დააკისრა.
იმის გამო, რომ ფედერაციას არ აქვს გადახდის საშუალება, ისინი მიმართავენ წულუკიანის უწყებას, როგორც შუამავალს, დაეხმაროს თანხის გადახდაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ სამართლებრივ დავას.
სოლიდური ჯარიმის გარდა, ქართველ მკლავჭიდელებს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ პერიდოში ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ისინი ვერ იასპარეზებენ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი შესაძლოა დისკვალიფიკაციის ვადა გაიზარდოს.
კომენტარები