87 წლის კოვიდპაციენტს, რომელიც გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, დაზიანება აქვს. ოჯახის ინფორმაციით, კლინიკამ თავდაპირველად პაციენტი არ მიიღო და მას დერეფანში მოუწია საკაცეზე ყოფნა, რა დროსაც გადმოვარდა და თავის ტრამვა მიიღო.
სასწრაფო ამბობს, რომ მივიყვანეთ ინგოროყვაში და კლინიკა ვალდებული იყო, მიეხედაო. ინგოროყვა ამბობს, ჩვენ პაციენტი არ მივიღეთ და გამოიყვანეს და კარიდორში დატოვესო. ადამიანი, რომელიც უპატრონოდ მიატოვეს, გადმოვარდა და თავის დაზიანება მიიღო. არც სასწრაფო და არც საავადმყოფო პასუხისმგებლობას არ იღებს, ესე იგი, დამნაშავე გამოვიდა პაციენტი. – აცხადებს ოჯახის წევრი.
ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. 86 წლის პაციენტი კი ინგოროყვას ცენტრალურ განყოფილებაში მკურნალობს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები