პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქალს, რომელიც კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს ფილტვის დაზიანება ჰქონდა.
„ერთი თვის წინ, მძიმე COVID-19-ით შემოვიდა ქალბატონი. 36 კვირის ორსული იყო. სასიცოცხლო ჩვენებით, ჩატარდა საკეისრო კვეთა. ახალშობილიც და დედაც მოთავსდნენ რეანიმაციაში. დედასთან იყო კოვიდპნევმონია. მკურნალობა პროტოკოლით მიმდინარეობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ამბობს ლევან რატიანი.
ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები