“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნიკა მელიას დაკავება იქნება პოლიტიკური სარჩულის მატარებელი. თუ დასაჭერი იყო თავის დროზე დაეკავებინათ, 5 თვის მერე რომ გაახსენდათ გირაო, ძაან სასაცილოა.
გირაო კიარა სამაჯურ მოხსნილი დადის რამდენი ხანია და სხვამ რომ მოიხსნას სამაჯური ჯარიმასთან ერთად ციხეც არის, რადგან 5 თვე არ დააკავეთ ეხლა რაღაზე იჭერთ? პარლამენტში არ შესვლის გამო?
ნიკა მელია კიარა მთელი მკვლელების ბრიგადა არის თავისუფლებაზე, ზონდერები დაწინაურებული, მურუსიძე უვადოდ დანიშნული და ამ ფონზე ნიკა მელიას ციხეში ჩაჯდომა ძალიან არაადეკვატური მგონია. ნაცები როგორ მეზიზღება იცით ყველამ, მაგრამ ნაცებზე და ქოცებზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან.
P.s. ჩემი პროკურორები რომ დააწინაურეთ, ცრუმოწმე პოლიციელები მაღალ თანამდებობებზე რომ გყავთ და ნიკა მელიას დაკავება გინდათ სამართლიანობის აღდგენად გამოაცხადოთ, ძალიან სასაცილოები ხართ ქოცებო, უგულავა შეიწყალეთ და რაზე გელაპარაკოთ”
კომენტარები