მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მერაბიშვილის მიერ გათავისუფლებისას ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ესაბამისი სამართლებლივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება, ეს ერთი. მეორე საკითხი, ნებისმიერ ამ ტიპის განცხადებაზე, ბუნებრივია, სამართლებლივი რეაგირება იქნება. ეს იყო წამოცდენა? მაშინ მან უნდა ახსნას ეს. ეს იყო გეგმა, გეგმის ნაწილი, რომელიც მან განაცხადა და გააცხადა? ამაზე იქნება რეაქცია და რეაგირება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.
კომენტარები