მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – წყალტუბოში 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.
ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.
დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
კომენტარები