განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი – საქართველოს საპატრიარქოში თითქმის ათდღიანი დუმილის შემდეგ, ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტზე მცირე კომენტარი გაკეთდა.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თუ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ სასულიერო პირს ბრალეულობა დაუმტკიცდება, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა.
„რამდენიმე დღის წინ ეპარქიამ არ დაადასტურა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, თუმცა ვრცელდებოდა საპირისპირო ინფორმაციაც. როგორც უკვე ცნობილია სამართალდამცველმა უწყებამ დააკავა სასულიერო პირი, მძიმე ბრალდებით. ჯერ გაურკვეველია ბრალი დაუმტკიცდება თუ არა. ზოგადად მსგავსი ქმედება შეუთავსებელი იქნებოდა სასულიერო პირობასთან. ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა. საპატრიარქო ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს“ , – აცხადებენ საპატრიარქოში.
კომენტარები