“Range of Science/მეცნიერების ფარგლები”-ს დამფუძნებელი ზაზა დობორჯგინიძე:
“მწვანე პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება არის ღარიბაშვილის მმართველობის ზოგადი სტილის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მმართველობის ამ ფორმას ეწოდება ოხლოკრატია.
ეს ტერმინი ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა ძვ.წ II საუკუნეში შემოიტანა და აღნიშნავს დემოკრატიის პათოლოგიურ, გადაგვარებულ ფორმას, სადაც ხელისუფალი იღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ბრბოს დაკვეთა. ეს არის მმართველობის ყველაზე საზიზღარი ფორმა, იმაზე საზიზღარიც კი ვიდრე ავტორიტარიზმი, რადგან პირდაპირ ანტაგონიზმშია კანონის უზენაესობის ცნებასთან – ბრბო კანონზე უზენაესია.
თუ გახსოვთ ღარიბაშვილის გამოსვლა 5 ივლისს, მისი მთავარი “არგუმენტი” იყო, რომ პრაიდს მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა და ამიტომ მიუღებელია. იგივე პრინციპია აქაც, მწვანე პასპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მაინც საჭიროა, მითუმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც ბუსტერ დოზა ორ პროცენტს აქვს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტული ცოდნა აშკარად მიუთითებს მისი საჭიროებისკენ სანამ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არ აიცრება, ღარიბაშვილი ამ ჯერზეც აკეთებს იმას, რაც ბრბოს დაკვეთაა. ეს რომ ყოფილიყო ავტორიტარიზმი, უკვე დიდი ხნის აცრილები ვიქნებოდით ყველა ძალით.”
კომენტარები