ტვ 1-ის დირექტორი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
‘”რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ…
მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო (საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ატვირთა. მე, როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში!!!!!!!
P.s-აი, ამ ფოტოზეა საუბარი
დღეს სოციალურ ქსელში ტვ1-ის ამ ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მანქანის ნომრისა და წარწერების მიხედვით მიხვდნენ, რომ ეს ფოტო არაა საქართველოში გადაღებული და ტვ 1-ს ტყუილში ადანაშაულებდნენ.
კომენტარები