დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
მნიშვნელოვანი ამბებია მართლმადიდებლობაში
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი დღეს ოფიციალურად 3 საპატრიარქო კანდიდატს დაასახელებს!მათგან ერთს, ხმათა უმრავლესობის პრინციპით ბულგარეთის ეკლესიის საეკლესიო კრება 30 ივნისს პატრიარქად აირჩევს.
ასაკის გამო (76 წლის) საკუთარი სურვილით გადადგა ფინეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი ლეონი (მაკკოკენ), ფინეთის ეკლესიის კრება ნოემბერში აირჩევს ახალ მეთაურს. ფინეთში მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი აქვს ქვეყნის რაოდენობრივად უპირატეს რელიგიასთან, ლუთერანობასთან ერთად. ფინური ეკლესია რუსული წარმოშობისაა, მაგრამ საუკუნეა უკვე რაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება ფართო ავტონომიის პრინციპით. მთავარეპისკოპოსი ლეონი ფიზიკურად შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მაინც ჩათვალა რომ მის ასაკში გადადგომა სჯობს და საკმარისია მისი 23 წლიანი მწყემსთავრობა და დროა კათედრა უფრო ახალგაზრდას გადააბაროს და არ მოებღაუჭოს ზოგზოგიერთი ცოცხალმკვდარად ქცეული იერარქივით.
კომენტარები