ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გახსნისთვის და იმისთვის, რომ ხალხს მიეცეს უფლება ნორმალური ცხოვრება აღადგინოს, ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“,- განაცხადა დეგნანმა.
იმედია, ამერიკის ელჩის განცხადების მერე დაიწყებენ ვაქცინის პროპაგანდას სახელმწიფო უწყებები, ფაქტია, ამ მომენტისათვის ეს როლი მთლიანად მედიას დააკისრეს, ჰქონდათ მცდელობა, საპატრიარქო ჩაერთოთ ვაქცინის პროპაგანდაში, მაგრამ წმინდა სინოდმა პასუხა კითხვები გაუგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და უთხრა, რომ ვაქცინის პროპაგანდა მისი საქმე არ არის.
კომენტარები