„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:
„აქ მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოაწერენ ხელს. ერთმა მხარემ რომ მოაწერა, ეს მას ამ დისკუსიაში უპირატესობას ანიჭებს. საინტერესოა, მეორე მხარის მოსაზრება, თვითონ რა ნაბიჯს გადმოდგამენ შეთანხმების მისაღწევად. თუ ამ დოკუმენტზე იმ ფორმით არის ხელი მოწერილი, რა ფორმითაც ჩვენ ვიცოდით, რა ფორმითაც იყო წარმოდგენილი (შემდეგ ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი შენიშვნა აქვს, იქ არ ვიცი, რა დაემატა ან რანაირად გაკეთილშობილდა) ჩემი აზრით, ოპოზიციაც ვალდებულია, იფიქროს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე ან საწინააღმდეგო არგუმენტი თქვას, რომელიც არ მომისმენია საჯარო სივრცეში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მზაობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, ეს სწორი ნაბიჯია. „ფეისბუქზე“ ვწერდი ამის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნების ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს შეთავაზებული, შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი 40-პროცენტიანი, რაც არის ერთადერთი ასე თუ ისე ლოგიკური ბარიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მართვა პარლამენტში 40%-იან პროპორციულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, ასე არის მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ ეს ლოგიკური ნაბიჯია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩემი აზრით, დათმობა კი არ აჩვენა, არამედ რაღაც თვალსაზრისით, აჩვენა ის, რომ მას არ ეშინია 40%-იანი ბარიერის ამ არჩევნებზე გავლისაც. ჩემი აზრით, ეს გასათვალისწინებელია. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხოს. ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც საკუთარი უპირატესობა და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს ამ თამაშში, რა თამაშიც არის წარმოდგენილი ევროპელების მიერ.
ჯერ გავეცნობით, რა დოკუმენტია არ ვიცით, „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ხომ ისე ვერ ვენდობით, რომ რაღაც თქვეს და ზუსტად იგივეა თუ არა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. ჯერ ხომ უნდა გავერკვიოთ, რას გულისხმობენ ისინი, რაზე ვლაპარაკობთ და თუ დადასტურდა, რომ რეალურად ესაა, რაც „გირჩის“ გეგმა იყო შეთავაზებული ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო, თუ ჩემი გეგმა შესრულდა“
კომენტარები