ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ისე აქტიურად ალაპარაკდნენ ქოცები რუსების შესაძლო აგრესიაზე, მგონი შეთანხმდნენ ორკებთან და სცენარიც კი გაამზადეს უკვე.
მოაწყობენ ლოკალურ შეტაკებას საოკუპაციო ხაზთან, მთავრობა გახარიას თაოსნობით “მოაგვარებს” და მოგვევლინება “მხსნელად” და წარმატებული კრიზის მენეჯერის სტატუსის შემდეგ “ბრწყინვალე სტრატეგად”, წმინდა გიორგის შემცვლელად( ტროლების ნარატივი) წარმოგვიდგება.
იმედია, ეს “სცენარი” მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია, რომელიც მხოლოდ წარმოსახვად დარჩება…”
კომენტარები