თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკულ დღეებს პროგნოზირებს.
ის აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია საქართველოში ვირუსის მესამე ტალღის დაწყება და საზოგადოებას მოუწოდებს რეგულაციების დაცვისაკენ.
„მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება, მათ შორის ახალი შეზღუდვები.
ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები