“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პიარსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ქართველიშვილი:
“მოდი გავყვეთ ქრონოლოგიას ვინ რას აკეთებს მიშას თავისუფლებისთვის:
(გასული 87 დღე)
პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს 200-მდე ადამიანი და შუა ზამთარში კარავში შიმშილობს
საპროტესტო აქცია 21 დეკემბერს რუსთაველზე.
რამოდენიმე სოლიდარობის აქცია სასამართლოსთან. (სადაც დააკავეს 15 მომიტინგე)
23 ნოემბერს აქცია ბანერებით თბილისის ხიდებზე
მსვლელობები ქალაქში და სანაპიროების პარალიზება
აქცია 3 ლოკაციაზე ერთდროულად (სადაც დააკავეს 47 მომიტინგე)
პარლამენტარების შიმშილობა პარლამენტში
მანქანებით მსვლელობა 3 ლოკაციიდან
აქცია მსვლელობები მეტრო სადგურებიდან
აქცია ღამის გათენებით კანცელარიასთან 8 ნოემბერს
ფეხით მსვლელობა კანცელარიიდან იუსტიციის სამინისტროსთან
რამოდენიმე აქცია პარლამენტთან
14 ოქტომბრის აქცია თავისუფლების მოედანზე.
რამოდენიმე აქცია რუსთავის ციხესთან
ეს არის იმ საპროტესტო ღონისძიებების ჩამონათვალი რაც პარტიამ დააორგანიზა და ამას აკეთებს დღესაც
რას აკეთებენ კლავიატურის ლომები?
აქცია გამართეთ: აქ, იქ, ზემოთ, ქვემოთ!
ბიძინასთან შეკრულები ხართ!
გამოდით კარვებით რუსთაველზე!
კარავი დადგით გორში!
ჩვენ ერთი კვირა ჩამოვედით საქართველოში და არაფერი მოხდა იმედგაცრუებულები ვართ!
გადადგეს მენეჯმენტი!
აქ არ ჩამოვწერე კიდევ თავდასხმა ნიკა მელიას და ბევრი ბრძოლა ქუჩაში, პარლამენტში.
ახლა რა გინდა მითხრათ, რომ ვინმემ გააკეთა მენეჯმენტზე მეტი და უშუალოდ ნიკა მელიაზე მეტი მიშას გასათავისუფლებლად და მისი თავისუფლების მოთხოვნით?”
კომენტარები