სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“ანუ მოდი მარტივად ავხსნათ რის გამო ჩასვეს ნიკა გვარამია ციხეში 3 წლით და 6 თვით!
კომპანია რუსთავის 2-ის დირექტორმა ბარტერით იყიდა ავტომობილი თეგეტა მოტორსიდან! ამ მანქანით დროებით სარგებლობდა მისი ოჯახი! ანუ კომპანიის მანქანით, რომლითაც უნდა ესარგებლა დირექტორს, ისარგებლა დირექტორის ოჯახმა!
აი ამის გამო ნიკა გვარამიას მიუსაჯეს 3 წელი და 6 თვე! ადამიანს წაართვეს ცხოვრების 3 წელი და 6 თვე!
ამიტომაც უდიდესი ფარისევლები ხართ, ვინც ახლა ამ მარაზმს ამართლებთ! ადამიანის ციხეში გაშვება გიხარიათ და თან ვითომ ცრემლებს ღვრით უკრაინაში მომხდარ ამბებზე!
Nika Gvaramia აუცილებლად გაუძლებს! ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ რა ეშველება ამ ქვეყანაში ამდენ ფარისეველს? ამდენ ყალბ და ცრუ ადამიანს?
მაინც გაცა ეს ქვეყანა ფონს და ერთი მანიაკალური ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის ავადმყოფურ ამბიციებს ვერ გადაყვება!
კი შენ, ვინც ახლა ხმას არ იღებ, შენც ძალიან მწარედ ინანებ! რატომ? იმიტომ, რომ შენც მოგადგება ეს ურემი და ხმას აღარავინ ამოიღებს! შენს უსამართლობასთანაც დარჩები მარტო და ხელს არავინ გამოგიწვდის რომ წამოგაყენოს!
იქნები ახლა ჩუმად? ხვალ შენ გასაჭირს გაუჩუმდებიან და მხოლოდ მაშინ მიხვდები რა სამარცხვინოდ იქცევი ახლა!
ტეხავს! ძალიან, ტეხავს ეს სიჩუმე!”
კომენტარები