“For.ge”-ს დამფუძნებელი, გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოდით, გამოვაცხადოთ “ერთი დღე “კოკა კოლას” გარეშე” და ვნახოთ, რა მოხდება. შემდეგ, გამოვაცხადოთ ერთი დღე “კოკა კოლასა” და “პეესპეს” გარეშე” და დავაკვირდეთ.
შემდეგ, კიდევ ავირჩიოთ ერთი დღე და ზემოთხსენებულებს დავუმატოთ სხვები (ლიმონათები, სუპერმარკეტები, ლუდი, საწვავი…) და ბოლოს დავთქვათ ერთი დღე, როდესაც არ ვახეირებთ ღიად და აშკარად ნაცურ ბიზნესს და კიდევ მათ, ვინც რეკლამების ზიდვით სულს უბერავს მათ ტოქსიკურ ტელევიზიებს, ვებ-გვერდებს, გაზეთებს და ა.შ.
ერთი დღე ავირჩიოთ (რადგან ამ ეტაპზე მეტი არ შეგვიძლია) და ვუწოდოთ მას “სოლიდარობის დღე” – სოლიდარობა სულხან მოლაშვილს, სოლიდარობა სერგო თეთრაძეს, სოლიდარობა კობა დავითაშვილს, სოლიდარობა ბუტა რობაქიძეს, სოლიდარობა სანდრო გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს, სოლიდარობა ვაზაგაშვილებს…
გრძელი სიაა, სამწუხაროდ და საუბედუროდ…
სოლიდარობა საქართველოს!!!
მხოლოდ ერთი დღე, მხოლოდ ერთი… ერთი დღე “კოკა კოლას” გარეშე და… და მერე ვნახოთ.
ჩვენ უნდა დავასრულოთ, ჩვენ, ჩვენ, ჩვეეეენ!!!
და თუ ერთ დღეს ვერ ვძლებთ ჭყონიას შხამის გარეშე, საქართველოც გაძლებს როგორმე უჩვენოდ
••••••
გავაზიაროთ და მოვიფიქროთ…”
კომენტარები