ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე?
რაც უფრო მძლავრობს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია. მით უფრო მეტად უჩნდება სულ უფრო მეტ ადამიანს ნოსტალგია “ძლიერ ხელზე” “თავგასული დემოკრატების მოთოკვაზე,” “რკინისებურ დისციპლინაზე” და ა. შ. ვისთან ასოცირდება ეს და სად ვხედავთ ამ ყოველივეს ხომ ვიცით? ვიცით!
მაშ ვის ინტერესებს ემსახურება ოპოზიციის ქმედებები?
რ-უ-ს-ე-თ-ი-ს!“
კომენტარები