ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:
“მოდით მოგიყვეთ “ქსენოფობ” ბელგიელებზე!!!
“გუშინ, ლიმბურგში, ერთ ერთ სკოლაში მოიწვიეს მშობელთა კრება, ეს სკოლა ცნობილია თავისი მრავალეროვანი მოსწავლეებით, მოკლედ თემა იყო შემდეგი, სააღდგომოდ გავამზადოთ ნობათები და გავუგზავნოთ უკრაინელ ბავშვებს, აქ ბელგიაში უკვე ჩამოსულებს და ვინც ისევ უკრაინაში იმათ იქო, პატარა ბავშვებივით აენთოთ მშობლებს თვალებიო და სურვილიც კი გამოთქვეს დაგვასაქმეთ და ბავშვებთან ერთად ვიმუშავებთო.
ამ ენთუზიაზმში არ გამოპარვიათ ორი ქალბატონის დუმილი, ისინი ჯერ ჩუმად იყვნენ შემდეგ კი ფეხზე წამოდგნენ და “ამაყად ყელმოღერებულებმა” განაცხადეს, ისინი არიან რუსები და ამ აქციას ვერ შეუერთდებიან რადგან ჯერ უნდა გაირკვეს ვინაა დამნაშავე ამ ომში!! – ეს ომიც კი არააო…
გაიგეთ ჰო რაც თქვეს,უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვაო, ყველა -23 მშობელი მიტრიალდა ამ ორი ქალბატონისკენ, სანამ ისინი ეტყოდნენ მასწავლებელმა უთხრა, თუ ისინი აქციას არ შეუერთდებიან და ვერ აცნობიერებენ რამხელა ბოროტებაა პუტინი სამყაროსთვის, თუ ის უდანაშაულო ბავშვები რომლებიც ამ ომის მსხვერპლნი გახდნენ არ არის მათთვის საკმარისი მტკიცებულება ვინ ვის ეომება და რისთვის?! შეუძლიათ დატოვონ ეს სკოლა მათთვის “სასურველი სიმართლის დადგენამდე””!!!
მასწავლებელს რომელმაც ეს უთხრა მშობლებს დედა ყავს ბელგიელი და მამა ბერძენი!!!!
აი, აქამდე და ალბათ ამაზე შორს წავა ზიზღი “უბრალო და ტურისტ” რუსებთან მიმართებაშიც, რადგან ისინი თავად არიან ამისი წყარო და მაპროვოცირებელნი, არანაირი სინანული არანაირი თავის დახრა, ”სხვა რუსები” არ ვიცი მე!!!”
კომენტარები