ფოტო – ფორმულა
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალური დაჯგუფებები თავს დაესხნენ. კერძოდ, მოძალადეებმა “ფორმულას” ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს სადაც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო და კაბელის გადაჭრა სცადეს რათა ეთერი შეწყვეტილიყო.
სამართალდამცველებმა “ფორმულას” გადამღები ჯგუფი ადგილიდან გაიყვანეს.
პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, რომელის პარალელურად რადიკალური ჯგუფები კონტრაქციას მართავენ.
რამდენჯერმე დაპირისპირება იყო მათ და სამართალდამცველებს შორის, მოძალადეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ესროდნენ პოლიციელებს ბოთლებს.
კომენტარები