ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალებზე სოციალურ ქსელში წერს:
“ანეკდოტია ასეთი, ძველი, ბევრ რამეს უხდება: ტიპი ბირჟაზე გამოვა და ვინ გამლახავს მე! – ღრიალებს. შიშით ვერ ეკარება ვერავინ. ძლივს ერთი გამოჩნდება და მე გაგლახავო. რა გქვია შენო? ნოდარიო. ამოიჩრის ეს ტიპი ნოდარის იღლიაში და “ვინ გაგვლახავს მე და ნოდარის!” – კიდევ უფრო ხმამაღლა ღრიალებს. ეგრეა ზოგი ქალის საქმე. სადაც ძალადობას ნახავენ, მოძალადის იღლიაში რომ შევარდებიან, იმედით, რომ “მხეცებთან ძმაკაცობა” გადაარჩენთ. ნუ შობით მასე ქალებო. ძალადობისგან მხოლოდ ძალადობას გამიჯვნა და ძალადობის დაგმობა გადაგვარჩენს”
კომენტარები