კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა გორში რეგიონული შეხვედრას გამართეს, სადაც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:
“ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს მშვიდობიანი გამარჯვების და აღმავლობის გზაზე. ყოველი გასვლა, ყოველი შეხვედრა, სიამაყით მავსებს, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები აკადემიური წრეებიდან, მხატვრები, მეცნიერები, გვიერთდებიან და გვეუბნებიან, იმიტომ რომ აი, ამ გუნდში ჩვენ შევძელით და მოვიზიდეთ ახალგაზრდა, არა პოლიტიკაში მყოფი, ანუ, არა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, არამედ სუფთა წარსულით, ნამდვილად სუფთა წარსულით და რაც ყველაზე მთავარია მაღალი პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთი გუნდი, ასეთი ახალგაზრდული, პროფესიონალური გუნდი არის გამოსავალი ნამდვილი გამარჯვების. ამ გამარჯვებას ჰქვია ‘’ძლიერი საქართველო’’. ჩვენ ჩამოვალ რეგიონებში, ვიქნებით ყველგან, დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა და რეგიონული გასვლა გორიდან. სწორედ იმ ტრაგედიის და სამარცხვინო განცხადების გამო, რომელიც აქ გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა.”
“პუტინისტურმა ხროვამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყანა ჩააბაროს ჩამყაყებულ რუსეთს” – მარგველაშვილი
კომენტარები