დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“არ არსებობს საღმრთო სამართალთან მიმართებაში სხვა ამაზე უფრო უსამართლო გამოთქმა, ვიდრე: “ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო”. ბაბუის და მამის ურჯულოებას, არასოდეს მოჰკითხავს ღმერთი მართალ შთამომავალს. თუ ბიბლიის ღმერთი გვწამს, ბიბლია ასე ამბობს: ყველა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიტყვების და საქმეების მიხედვით განისჯება. როგორც იოანეს ეუწყა ქრისტესგან მის გამოცხადებაში, საშინელი სამსჯავროს დროს გადაიშლება ჩვენი საქმეების წიგნები და იქ ჩაწერილის მიხედვით განისჯება თითოეული ადამიანი (გამ. 20,12) მთავარი ისაა, რომ ჩემი ცხოვრების და საქმეების წიგნში მამაჩემის და პაპაჩემის საქმეები არ ეწერება, იქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმეები, კეთილიც და ბოროტიც. სამსჯავროზე ყველა ჩემს წინაპარს მხოლოდ მისი საკუთარი საქმეების წიგნი გადაეშლება და ამოიკითხავენ მის საქმეებს.
მაგრამ თუ ბაბუა ქურდი, მექრთამე და უსინდისო იყო, ხიდის შენებისას ცემენტს იპარავდა და ამიტომ უხარისხო დაუტოვა შთამომავლებს და თი შვილმაც ასევე გააგრძელა და სასწრაფოდ არ გამოასწორა მამის დანაშაული, შვილიშვილებს ნამდვილად ჩაენგრევათ ეს ხიდი და დაიღუპებიან. მხოლოდ ამ გაგებით სჭრის “ბაბუის ნაჭამი ტყემალი” შვილიშვილს კბილებს და აქ ღმერთი სრულიად არაფერ შუაშია. ადამიანია დამნაშავე.”
კომენტარები