თამუნა ჯანელიძე, სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ყველას მოგესალმებით.
დღეს ვისარგებლე ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მომსახურებით.
დილით ბავშვთან ერთად მსურდა გადაადგილება კონკრეტულ მისამართზე.
მძღოლი მოვიდა პირბადეს გარეშე.
რატომღაც მითანხმა რა მარშრუტით უნდა მოხვედრილიყო მისამართზე.
თავად ამოირჩია და საცობში მოხვედრილმა იწუწუნა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მითქვამს შეფერხებაზე.
ადგილზე მისულები გადმოვედით მანქანიდან და რამდენიმე მეტრით დაშორებულს მესმის ღრიალი “ოე, ოე ქალოო, ოეე”, გაოცებული მივტრიალდი, მე მეუბნებით-თქო მაგას?
“რო ჩახვედი მამაჩემი გადაიხდის შენს ფულსო?”
მგზავრობის თანხა წინასწარ მქონდა გადახდილი ელექტრონულად, ვუთხარი.
“ჰოდა მოგ@@@ან ელექტრონული დედის ტ@@იო”.
მისცა გაზი და გაიქცა.
დავურეკეთ ტელეფონზე რომ ბოდიში მოეხადა, აპლიკაციით განვახორციელე და გადმორეკა, შემთხვევის და თავის შეხსენების შემდეგ სიტყვა არ მაცალა, გადავიდა გინებაზე და დამემუქრა “ყელს გამოგჭრიო”.
დავრეკე რეაგირებისთვის კომპანიაში მაშინვე, მივწერე კიდეც, მიპასუხეს მენეჯერი სამი დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათო.
რაც შეეხება მძღოლის და კლიენტის სატელეფონო საუბარს, კომპანიას ამაზე პასუხი არ აქვს.
რამდენიმე წუთის წინ ისევ დავრეკე კომპანიაში და ოპერატორი დამპირდა, რომ მენეჯერს გადასცემს ამ ამბავს.
ამბავს თან ვურთავ მძღოლის მანქანის ნომერს”
პოსტს ასობით ადამიანი ეხმაურება, ადამიანები წერენ თავიანთ გამოცდილებაზეც:
“ანალოგიური შემთხვევა მქონდა 2 კვირის წინ და თქვენი დაბლოკვის შემდეგ, მძღოლი პირად ნომერზე რეკავდა მუქარით.”
“აქ წალბატონი წერდა კომპანია რა შუაშიო და ცოტა გაოცებული ვარ … შრომითი ხელშეკრულების მიხედვით გაწერიალი დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებბები_მოვალეობები და პასუხისმგებლობის ფარგლები.. დაქირავებული მოქმედებს კომპანიის სახელით და კომპანიის სასარგებლოდ გამოდის შრომით ურთოერთობებში.. კომპანია პასუხიმგებელია მის თანამშრომლებზე .. შესაბამისად თუკი სამსახურში აყავთ პირობოთად ვინმე გელა და ის შეურაცხადია დიახ პასუხი უნდა აგოს კომპანიან..ვინაიდან მე მომხმარებელი მათგან ვქირაობ ტრანსპორტს , მსურს კომფორტულად გადავადგილდე, ამისთვის ვიხდი შესაბამის თანხას .. როგორც მაღაზიაში კონსულტანტზე პრეტენზიით მიმართავთ მენეჯერს ,იგივე ქეისია აქაც.. აბა რავქნათ დავდგეთ ქუჩაში და ველოდოთ როდოს ჩამოგვივლის ტაქსისტი რომელმაც შეურაწყოფა მოგვაყენა?აი “ეგოს დამშვიდებას ” რაც შეეხება რაგითხრათ რით გაგახაროთ აბა”
“უნდა უჩივლოს აუცილებლად, ამერიკაში მსგავს შემთხვევებში მილიონებს უგებენ კომპანიებს და აქ რომ არავინ ჩივის მაგიტომ არის ეს მდგომარეობა.”
“ამ კომპანიამ გადამიყვანა ჭკუიდან და რო დავრეკე ზუსტად ეგრე მითხრეს ჩვენ რა შუაში ვართ მძღოლმა ალბათ გზაში სხვა მგზავრი აიყვანაო, თქვენი სახელი ფუჭდება მაგით და იმ შუაში ხართთქო,რა ვქნათ თუ გნებავთ ნუ ისარგებლებთო, არავის ვურჩევ ამ ტაქსით სარგებლობას, ყოველთვის აგვიანებენ და უპასუხისმგებლოები არიან”
“როგორც წესი, ქალებთან არიან “მამაცები” გინების მხრივ დიახ. ასეა სამწუხაროდ. მამაკაცებს იშვიათად აგინებენ და ხმასაც იშვიათად უწევენ მათთან. მამაკაცს მეტი ძალა აქვს და იქნებ ხელი შეუბრუნოს, მეტი რისკია”
“ყელს გამოგჭრი” სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ისჯება კანონით.შეგიძლიათ სამართალ დამცავ ორგანოს მიმართოთ.და მაგ ყველაფერთან ერთად ყველა მოყენებული შეურაცხყოფისა და მორალური ზიანისთვის პასუხი აგებინოთ.”
“კომპანია რომ ქირაობს თანამშრომელს, ხელშეკრულებას აფორმებს, ევალება იცოდეს ვისთან. გარდა ამისა კომპანია თავის მომსახურებას სთავაზობს კლიენტს, თავისი საკუთარი (და არა მძღოლის) აპლიკაცია აქვს, ტელეფონის ნომერი აქვს თავისი საკუთარი და არა მძღოლის. შესაბამისად კომპანიიდან რომ ახორციელებს კლიენტი გამოძახებას და კომპანია იღებს შეკვეთას, აი იმ მომენტიდან კომპანიაა პასუხისმგებელი აბსოლუტურად ყველაფერზე,სანამ კლიენტი არ დატოვებს მანქანას დანიშნულების ადგილზე! მაიმარკეტზე ხომ არ იპოვა ეს მძღოლი? კომპანიამ გაუგზავნა!”
“ზუსტად ეს მძღოლი იყო არასრულწოვან ბავშვს მცხეთიდან თბილისამდე მთელი გზა რო უყვიროდა ლანძღავდა და დასცინოდა”
“ჯერ კიდევ კოვიდამდე მეც მძღოლი შემხვდა უზრდელი ჯერ ბავშვთან ერთად ვიყავი მეჩქარებოდა და მანქანაში რომ ჩავჯექი საშინელი სასმლის სუნი იდგა ვახხხ აშკარად ნასვამი იყო და გზაში ჭიქაში ჩამოსხმულ პივას წეუპავდა, გადავირიე პატარასთან ერთად ვერაფერი ვუთხარი ჯერ ისედაც გიჟივით დაყავდა მერე კი 100 ლარიც მომიტეხა ისე მეჩქარებოდა გადმოსვლა თან ბავშვს ეძინა სულ არ გამახსენდა ფული რომ არ დამიბრუნა, გადავრეკე კომპანიაში და 1სთ კი დამიბრუნა თანხა მაგრამ იმედია მან სამსახური დატოვა ან გამოსწორდა. 100 ლარიანი მივაწოდე ხურდა არ ქონდა და სხვა ფული მთხოვა, მერე 50 ლარიანი მივაწოდე და მეგონა ხურდაში დამიბრუნა, იმდენად მინდოდა გავცლოდი და ის საშინელი სუნი აღარ მესუნთქა არც შემიმოწმებია ხურდა, არადა იანვარიში მინებჩაწეულმა გავყინე ბავშვი”
“მაქსიმზე ისე ვარ გამწარებული, ცხოვრებაში არ გავეკარები. უზრდელი და მართლა საშიში მძღოლები ჰყავთ. აგროჰაბის შესასვლელში ვიდექი, ბათუმში, ბაგრატიონზე, ხელში მძიმე ჩანთით, მეორე ხელში ბავშვით და ველოდებოდი ტაქსის და ზუსტად მაშინ, როცა ჩემს წინ გაჩერდა, შემოვიდა ზარი, ვიფიქრე, რომ ტაქსის ფერს და ნომერს მეტყოდა ავტომატი და ვაპირებდი მოსმენას, არ ვჯდები არასდროს გადაუმოწმებლად. იმ უზრდელმა კაცმა, დროზე, დროზეე, ისე მიყვირა, დავიბენი, ვერ ხედავ, ცუდ ადგილზე ვარ გაჩერებულიო. წვიმდა თან, ბევრი მანქანა მოძრაობდა, მეთქი არ შევაფერხო, ჩავჯექი სასწრაფოდ და თითქმის სახლამდე ვყავდი მიყვანილი, ურეკავს ვიღაც რუსი ქალი, სპიკერზე აქვს ჩართული და მესმის იმის ყვირილი, რომ აგროჰაბთან უცდის და სად არის ამდენხანს. მიმაბრუნა უკან ბავშვით, ჩანთით, იმ წვიმაში და ჩამაგდო. მეთქი რას მიყვიროდი, დროზე ჩაჯექიო, არც მაცალე, რომ მომესმინა ავტომატისთვის და გამეგო, რა ნომერში ვჯდებოდი- მეთქი და ისე იყვირა ბავშვს გააკანკალა. ისეთი დღე ვაყარე, იმედი მაქვს, ახლაც აკანკალებს, ერთი კვირის მერე. ჩავედი, მოვიდა მერე ჩემი ტაქსი და გავყევი იმას. ხოდა ტაქსისტების საყურადღებოდ: იყვირეთ სახლში, გამსკდარხართ და გაგლეჯილხართ მუცელზე ყვირილისგან, ქალებს და ბავშვებს ნუ უყვირით ტაქსებში და ნუ აშინებთ. ერთხელაც ვიღაცა თავში ჩაგარტყამთ რაღაცას, მე გადამირჩა, პროდუქტი რომ არ ვხეთქე იმ უზრდელ თავში. პ.ს: დავრეკე, დავფიქსირე რაც ხდებოდა, დაგირეკავთო და არავის დაურეკავს. როგორც ჩანს, მაქსიმს კიდია როგორ მძღოლებთან ითანამშრომლებს, მთვარია, ფული აკეთოს.”
“ეს მაქსიმი ხო მეც მაოცებს ყოველ ჯერზე სულ ისე მეშლება ნერვები რო რავიცი ჯერ ნახევარი საათი მოდიან მერე უი თურმე აღარ მოდიან მერე მისამართი მითითებული აქვთ და აქიდან რატო მოვდივარ მანქანას ეს მანქანას ის ……სადაც 2 და 30ს მიგვიწერს 3 ლარს გვართმევენ ბევრჯერ დამიტოვებია ზედმეტი მაგრამ შენი სურვილით დამატებასა და ნაგლობას შორის დიდი სხვაობაა მერე ლოდინის რეჟიმს რთავენ როცა რეალურად მე ველოდები”
“ფსიხოზიანი მძღოლები რატომ ყავთ ტაქსის კომპანიებს. რა დავაშავეთ მგზავრებმა. ხშირ შემთხვევაში დროის უქონლობის გამო ბავშვს ვაგზავნი ტაქსით და ასეთი მძღოლი რომ შეხვდეს, რა ვქნა მერე???”
“ჩვენ იანდექსზე Yandex Go Georgia ბავშვის და ორსულის თანდასწრებით გადმოგვიხტა მძღოლი ე.წ. “დუბინკით”, და იწია ჩემ მეუღლეზე. მიზეზი ის იყო რომ თავად ვერ ამოიკითხა მისამართი სწორად. მქონდა მითითებული დინამო სტადიო და წაიკითხა დინამო ბაზა. რასაც მეტყვით გადაგიხდით და დინამოზე რომ წაგვიყვანოთთქო და ხელების შლა და ყვირილი დამიწყო მე რა ვიცი რამდენი უნდა იქამდეო. ისეთ ადგილას ვიყავით ტაქსი ხშირად არ დადის, ქუჩაში დეკემბერში ვერ დავაყენებდი 7თვის ორსულს და წლინახევრის ბავშვს. 3-ჯერ გახსნა ის დუბინკა თუ რაღაა და იწია ჩემ მეუღლეზე. კომპანიას რომ მივწერე 7ლარი მაჩუქა ბალანსზე რომელიც რომელ ბალანსზე იყო არ ვიცი და მილიონიც რომ მოეცათ, რაც ჩვენ იმ დღეს ვინერვიულეთ, მთელი დღე ვერ დავმშვიდდი ისე ვიყავი და მძოლი აღარ მოვა ჩემ გამოძახებაზე. ეგ იყო და ეგ მათი რეაქცია. მერე რომ ვნახე ისტორიაში რა მქონდა მითითებული, სწორად მწერებია და ისევ მან ვერ წაიკითხა და აქეთ პრეტენზიებით, დაგვაღწია ერთი ამბავი. მსგავსი შემთხვევა გვქონდა ისევ, უცხოელი სტუმარი გვყავდა და გზაში გინება დაიწყო რას ჩამისვითო, სტუმარს ქართული კი არ ესმოდა მაგრამ მიხვდა, გააჩერეს და გადმოვიდა, მერე ამას გადმოუხტა მძღოლი, ისიც დიბინკით. ეს კიდევ სხვა მძღოლია”
“საშინელი კომპანიაა, გათიშული მთვრალი მძღოლი მოვიდა ერთხელ”
“ეგ მძღოლი იქით არის ყელ გამოსაჭრელი, ამავე დროს მაქსიმის დამფუძნებელი ლუბლიანაზე რო 11.5 ლარს წერს ვარკეთილიდა”
“იქნებ ტელეფონიც დაგეწერათ, ვინც მაქსიმის მომხმარებელია ეცოდინება და აღარ იმგზავრებს ამ მანიაკთან ერთად.
4 ტაქსისტის ნომერი მაქვს ამ სახელით ჩაწერილი, რომ გამოძახებაზე თუ მოვლენ აღარ გავყვე”
“ამ კომპანიას ნევროზიანი, არაადეკვატური მძღოლები აყავთ. მეც მქონდა შემთხვევა, გამოვიძახე და ამიშარდა დროზე ჩაჯექიო,მეთქი წესიერად მესაუბრეთ თქო, თორემ რაო, რაო და მივუჯახუნე კარი, წამოვედი. ეგ კაცი, ვაგზალზე ვნახე შემდეგ, 2 ბიჭს ყავდა გაფენილი, იგივე მოუწევს მაგ ნაბი@ვარსაც.”
“საშინელი კომპანიაა, მძღოლები არ უვარგათ. უმეტეს შემთხვევაში მგზავრობისას პირბადე არ უკეთიათ. შენიშვნა მივეცი ერთს და სულ გადასწრებით მატარა გზაზე, ორჯერ ავცდით ავარიას”
“მე მეგონა ელექტრონულ გადახდაზე მარტო ქუთაისის მაქსიმის მძღოლები იყვნენ აჭრილები… “
“ამ ნაგავი კომპანიით ვინმე კიდევ თუ სარგებლობდა არ მეგონა”
“გთხოვთ არ დატოვკთ ეს ამბავი ასე, ბოლომდე მიიყვანეთ, მიდით პოლიციაში, ყველანაირად აგებინეთ პასუხი თითოეულ სიტყვაზე და მუქარაზე. ყველანაირად შენს გვერდში ვართ თუ რამე დაგჭირდეს”
“ესეთი უმსგავსო შემთხვევა ხდება და კომპანია პასუხობს სამი დღის განმავლობაში დაგიკავშირდება მენეჯერიო????? წარმოუდგენელია! აი პირბადე რომ არ ეკეთა მაშინ უნდა გამოგეხატათ უკმაყოფილება, უკვე ყველაფერს ამბობდა პირბადის არქონა ამ პიროვნებაზე ! ასე შორს აღარ წავიდოდა საქმე!”
“რა საშინელებაა, მე წამომიყვანა ნაავადმყოფარი ბავშვით ხელში, გაზი უნდა ჩავასხაო და გადმოვედით გზაზე ვიდექით, მერე შორს გააჩერა და იქამდე ხელში ბავშვით მივედი- მანქანა ძირგავარდნილი, გაზის სუნით- ბოლოს ხურდაც არ ქონდა 1. არა პირბადე 3. სიგარეტი და მიუწესრიგებელი მანქანები 4. არც ტარიფია დაბალი. ასე რომ რამდენიმე შემთხვევის მერე არ დავდივარ”
“ისე, მართლა მაინტერესებს, კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ ატარებს მგზავრის უსაფრთხოებაზე? აი, მართლა რომ რამე დაეშავებინა, მარტო მძღოლია დამნაშავე და კომპანია, რომელიც ყველას ასაქმებს, ვისაც არ დაეზარება, არაფერ შუაში არ არის?”
“ანალოგიური შემთხვევა მქონდა ოღონდ იანდექსთან. საშინელ წვიმაში გამოვიძახე ტაქსი და ქუჩის მეორე მხარეს მოვიდა, დავურეკე და ვთხოვე აქეთ გადმოსულიყო და ამას მოგყვა ერთი ამბავი, ღრიალი გინება და თურმე ის საწვავს ხარჯავს ჩემს გამო და მე ასეთი უქნარა სასწაულ წვიმაში და ქარბუქში როგორ არ ვსველდები და არ გადავდივარ მეორე მხარეს. მოკლედ მომსახურების პრობლრმა რომ გვაქვს ეგ უკვე დიდი ხნის ფაქტია მაგრამ ტაქსის კომპანიები და მათი მძღოლები ცალკე დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საფორთს მივწერე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ რომ თურმე მძღოლს რეიტინგს შეუმცირებდნენ და გააკონტროლებდნენ მის გადაადგილებას და მომსახურებას”
“ეს კომპანია არანაირ რეაგირებას არ ახდენდ მსგავს ფაქტებზე. მოვიდა ერთხელ ვიღაც კაი ტიპი, კბილში ჩხირით და ჩემი მოთხოვნის მიუხედავად გაეკეთებინა პირბადე, პასუხი იყო: “შენ რომ ორი გიკეთია კაი ტიპი ხარ დაია? არ მჯერა მე მაი რაცხა კორონასი” დავრეკე და მითხრეს მოვახდენთ რეაგირებასო მაგრამ ძააან გავიგებდი”
“წლებია აღარ ვსარგებლობ მაქსიმით, ავადმყოფი მძღოლის გამო, რომელმაც ძალიან დიდი შიში დამიტოვა. ყველა ლოთი და ნარკომანი მაგათ სამსახურშია, სამწუხაროდ. მესმის თქვენი და მანდ პირბადის ქონა არ ქონა საერთოდ უმნიშვნელოა, როცა ასეთი უზრდელი, აგრესიული და ავადმყოფია ადამიანი. აუცილებლად უნდა უჩივლოთ. დაავიწყდა ალბათ მანქანის ნომერიც რომ იცით და გამოძახებით იყო და არა ქუჩაში გაჩერებული.”
“კომპანიას სულ არ აინტერესებს რა ხდება, მხოლოდ ის აინტერესებს მძღოლმა დაბალი პროცენტი ხომ არ გადაუხადათ…”
“მეც დამაფარეს ადრე თავზე ყველაფერ მენეჯერმა რო დაგვირეკა ასაკიანი კაცია მძღოლიო ამით გააპრავა”
“მსგავსი ნაბი@ვარი შემხვდა ბოლტში (სადაც ზოგადად ძალიან კარგი მძღოლები არიან ხოლმე). პოლიციას მივმართე მასთან ინციდენტის შემდეგ”
“წარკვეთილი სასოს 80% ტაქსების ამ კონკრეტული კომპანიის გამოა გულშეწუხებული და მაინც ყველაფერს აკეთებთ რომ შეუფერხებლად იმუშაონ, კლიენტები მოუმრავლდნენ და შემდეგ დილასაღამოს კეთილები მოგიკითხონ, ხოდა რომ შეეშვათ და აღარ გამოიძახოთ არ გიცდიათ? პ.ს. ზუსტად იგივე ეხება იანდექსს”
“არაფერი მიკვირს მათგან, 2 ბავშვი და ორსული დაქალი ქუჩაში წვიმაში დაგვტოვა თან ისეთ ადგილას,რომ თავი ვერაფერს ვერ შევაფარეთ, არასდროს ზუსტ მისმრთზე არ მოდიოდნენ”
“ხშირად მიწევს მეც ამ მაქსიმით სარგებლობა და ზოგჯერ სამსახურის წინ დაყუდებულს დავხედავ და ვხედავ თურმე მივსულვარ უკვე სახლში და არმცოდნია, რო ვრეკავ რო მეთქი რავქნა ველოდო თუ რიგორ მოვიქცე როცა დაასრულა მძღოლმა შეკვეთათქო და პასუხად ბოდიშის მოხდის ნაცვლად პირიქით მაკაჩავა აქეთ ოპერატორმა. ნუთუ არავინაა ისეთი ვინც გააკონტროლებს ოპერატორიან მძღოლიანად ამათ
“საზიზღარი ტაქსის მძღოლები მაქსიმში მქონდა მსგავსი შემთხვევა 5 წლის წინ ოღონდ მაშინ მე დავპირდი მძღოლს რომ საჭეზე ვარტყმევინებდი თავსგაუჩერებლად ვურეკე იმ მუქარით რომ სასამართლოში შემქონდა სარჩელი მენეჯერმა დიდი ბოდიშები მიხადა მალევე და ანგარიშე 20 ლარი დამისვეს საჩუქრად”
“უკვე ტაქსიში ჩაჯდომის მეშინია იმდენ საშინელებას ვისმენ, არადა დღის განმავლობაში ორჯერ მაინც მჭირდება გამოძახება, მთელი გზა ვარ ძალიან დაძაბული. რა ხდება, რა ჯანდაბააა ?”
“მაქსიმის საკურიერო მომსახურებით ვსარგებლობდი ხშირად. ერთერთ გამოძახებაზე გამოვაღე კარი დავაპირე გზავნილის დადება უკანა სკამზე და თუ თვითონ არ მოდიხარ ვერ წავიღებ შარს ვერ ავიკიდებო და გინებით დაძრა მანქანა საოცარი სისწრაფით, ისე რომ ფეხის გადმოდგმა რაღაც სასწაულით მოვასწარი. წინასწარ იყო შეთანხმებული მაქსიმთან რომ გზავნილს ვაგზავნიდი მისამართზე, მაგრამ რეაგირება ნოლი რომ დავურეკე როგორ დამტოვა მათმა მძღოლმა შუა გზაზე გინებით და ჩანთით ხელში. მძღოლებს მიაქციეთ ყურადღება, უმეტესობა ფსიქიურად გაუწონასწორებელი რომ გყავთ”
“ერთხელ მომივიდა კონფლიქტი ტაქსის მძღოლთან და ისიც “მაქსიმის” მძღოლი იყო. უფრო სწორად, თვითონ მეჩხუბა, მე ხმაც არ ამომიღია. დიდი ჩანთა გადამქონდა და ეგ არ მოეწონა. არადა, გამოძახებისას წინასწარ მივუთითე რომ ბარგით ვიყავი და ამისთვის ზედმეტიც გადავიხადე. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ კომპანიას ჰყავს ასეთი უზრდელი მძღოლები.”
“ხალხნო, რომ უწერთ, ნუ მგზავრობთ ამ კომპანიითო, ამიერიდან ნამდვილად აღარ იმგზავრებს, მაგრამ სხვა კომპანიებში რა, არ არიან ეგეთი უზედელი და საზიზღარი მძღოლები? ყველგან არიან, ყველგან. მგონია, რო გამოსავალი არის შემდეგი: როგორღაც ძალიან ბევრი პრეცედენტი უნდა დაგროვდეს ამ საშინელი მძღოლების სამართლებრივად დასჯის, კომპანიებს კიდიათ, მაქსიმუმ გაათავისუფლონ მაგრამ ეს ხალხი მაინც გააგრძელებს ტაქსაობას. და კიდევ ბევრს მოექცევიან ეგრე. კომპანიასთან ჩივილი არ შველის საქმეს ძალიან ობიექტურადაც რომ მოიქცნენ. უნდა დაისაჯონ სამართლებრივად.”
“მაქსიმი ზოგადად ეგეთი უთავმოყვარეო კომპანიაა. მეც ელექტრონულად ვიხდიდი თანხას და ერთხელ არსაიდან 10 ლარი ჩამომაჭრეს არადა მაგ პერიოდში სრული ლოქდაუნი იყო და ტაქსებიც აკრძალული. დავრეკე თუმცა აი ეგრე ვითომ მენეჯერს აწვდიდნენ ინფორმაციას თვეები ნუ კაი შევეშვი. მორიგ გამოძახებაზე კი მოვიდა მანქანა კი არა სრული საქათმე. რა პირბადეზეა საუბარი სავარძლებსაც კი ტალახი ესვა. აპლიკაციით მივწერე ადმინისტრაციას უკუკავშირი და მას მერე საერთოდ ტაქსს არ მაძახებინებს ხოდა ერთი სიტყვით უგოიმესი კომპანიაა ასე რომ დროა დაიხუროს”
“უკვე ძალიან სახიფათოა ტაქსით გადაადგილება იმდენი მარაზმი მოხდა ამ ბოლო პერიოდში. და მერე ვიღაც ამ ტაქსის მძღოლისნაირი @ლე გამოვა და იტყვის, ქალებს ვინ გავიწროვებთ და რა საჭიროა taxi woman ის ასპარეზზე შემოსვლაო. აი ამ საჭიროა თქვე იმბეცილებო.”
“ძალიან კარგად მახსოვს მაქსიმის მეპატრონე რომ ტიროდა კომპანია მიკოტრდება და ქართველებო გვერდშო დამიდექითო. ესაა ქართული ბიზნესი სანამ ვჭირდებით ყრიან ნიანგის ცრემლებს მერე ფეხებზე გვიკიდებენ”
“მე შემეშალა მანქანის ნომერი ფერი და სერია ემთხვეოდა, მძღოლმაც მკითხა გორგილაძეზე მიბრძანდებიო და კი თქო. ამ დროს ის მძღოლი მირეკავს და ამან მითხრა გააუქმე შეკვეთაო, ის მწერს უსინდისო ხაროო! დავრეკე მაქსიმში მეთქი ეხლავე ბოდიში მომიხადოს! მძღოლს არ დაურეკია, 3დღის მერე კომპანიამ დარეკა ბოდიშს გიხდითო! მაგარი ნერვოზიანი მძღოლები ყავთ, ბინძური ავტომობილებით, პირბადის გარეშე ყველა”
“ისეთი შთაბეჭდილება მაქვს მაქსიმში ძირითადად ციხიდან ახალი გამოსული მკვლელები მუშაობენ. ძალიან უზრდელები და თავხედები არიან, თან გზებიც არ იციან. შეეშვით ამ მაქსიმს. და ყველას გირჩევთ ვისაც ანდროიდი გაქვთ გადმოწერეთ Call Recorder ყველა შემოსულ და გასულ ზარებს იწერს და ფაქტიც გექნებათ”
“მაქსიმის ტაქსისტს ვუსმენდი 15 წუთი, თუ როგორ გაფუჭდა ახალგაზრდობა და კაი ბიჭობას აღარ აწვება, და როგორ ამაყობს რომ ერთ-ერთი მგზავრობისას მისი კამერის მეზობელი რომ ჩაუჯდა”
“ყველა მანიაკი და იდიოტი ჰყავთ ამათ შეფარებული. რამდენჯერაც გამოვიძახეთ მძღოლი იყო ნასვამი. ერთხელ ბავშვის ძიძას გამოვუძახე და ავარიაში მოაყოლა ქალი, ავტობუსს შეასკდა. მუდმივი წუწუნი რა დაბალ პროცენტზე მუშაობენ და როგორ არ აწყობთ ქეშს რომ არ უხდიან.. და ა.შ. ეს არის კანტორა. მათი აპლიკაციაც წავშალე. აუცილებლად მოთხოვეთ პასუხი იმ არაკაცს და უჩივლეთ.. რამდენჯერ ჩვეულებრივი მანიაკი შემხვდა მძღოლად.. დავრეკე, დავაფიქსირე მაგრამ არაფერი მათთან არ იცვლება.”
“მაქსიმის დედამ….ან ერთხელ გამოვიძახე ცხოვრებაში, ჩავჯექი თუარა გაზს დააჭირა ძაან ჩქარა გაიარა ერთი 500მეტრი მერე უცებ დაატორმუზა, მომიბრუნდა და მეუბნება ხო მაგარი ყ..ვარო. კის როგორ ვაკადრებდი დიახ თქო”
“არ ვიცი რა პირობებს სთავაზობს “კომპანია” მაქსიმი თავის მძღოლებს, მაგრამ ფაქტია რომ უკვე საშიშია მათი ტაქსებით მომსახურება. წინა კვირას ტაქსს დაეზარა მივეყვანე მითითებულ მისმართზე და იძულებული გამხადა ფეხით წავსულიყავი, არც პირბადე უკეთიათ, ითხოვენ თანხას ხელზე (მერე რა რომ ბარათი გაქვს მიბმული, ასე უნდა…) ძალიან ცუდი კომპანია ხართ !!!”
“ვინც გაზი და ტორმუზი გაარჩია და დაქოქვა ისწავლა ყველას ფსიხოს რომ აძლევენ, მერე მართვის მოწმობას და ზოგი მძღოლის სახით გვემსახურება აი ესაა პრობლემა. ფსიხოს განახლება და ნორმალურად შემოწმება უნდა იყოს აუცილებელი რაღაც პერიოდის შემდეგ.”
“პასუხი ნახეთ რა ანუ ისინი მხოლოდ აკავშირებენ მგზავრს და მძღოლს.. არც ერთი მძღოლი მათი თანამშრომელი არ ყოფილა იცოდით? იმის მაგივრად რამე გამოასწორონ, ხელებს იბანენ”
“ციხისძირში გამოვიძახე ტაქსი მაქსიმიდან, მივდიოდი ქობულეთში, მატარებელი მქონდა 19-ზე. გამოვიძახე 18:10 წთზე. მირეკავს დასაზუსტებლად და ავუხსენი ციხისძირის ცენტრში რომ ვიყავი, კი კი ვიცი სადაცააო და გამითიშა. ოც წუთშო მირეკავს მოვედიო. გავდივარ არაა, აღმოჩნდა კასტელოში. მეთქი მე გითხარით ცენტრი და არა კასტელო! ბოლო ხმაზე მიღრიალებს რას მატარებთ იქით აქეთო და მითიშავს. ვრეკავ ხან ქოლ ცენტრში ხან ამასთან და აბრალებენ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში 60 ლარი წყალში გადავყარე მატარებელზე ვერ წავედი და კიდევ ზემოდან ბინის დამემატა იმ ღამის… მირეკავს სამ დღეში მაგათი ჩამოძინებული მენეჯერი , მირეკა სამი დღე ვითომ ის ვითომ ეს და ჩემი ფეხები საბოლოოდ! ბანძი კომპანია ბანძი თანამშრომლებით!”
“ეს კომპანია არის დასახური რადგან არასოდეს არარის პასუხისმგებელი მისი კომპანიიდან დანიშნული ავტომობილი როგორ მდგომარეობაში იქნება ან მისი მძღოლი რას მოიმოქმედებს მგზავრის წინაშე, მათგან გამოძახებული მძღოლები ფლირტს რომ დაგიწყებს, თვეების ბავშვთან და 7 წლის ბავშვთან ერთად და რომ გთავაზობს დაგელოდება და ისევ თვითონ დაგაბრუნებთ საიდანაც წამოგიყვანათ, ამ ყველაფერზე კომპანია არაფერ შუაშია? აუცილებლად უნდა ვუჩივლოთ კომპანიას რომ დახურონ.”
“მაქსიმის ტაქსი გავაჩერე მოკლე მანძილზე მივდიოდი ჩემს 9 თვის პატარასთან ერთად თან ისეთი ქარი იყო ავტობუსს ნამდვილად ვერ დაველოდებოდი, გასმოსვლიდას გამომლანძღა ჯერ რომ ორმაგი გამომართვა და აქეთ კიდე გამლანძღა თურმე უნდა ვიცოდე რომ 100 მეტრის გამო ტაქსი არუნდა გავაჩერო, ანუ თუ ტაქსი ხარ შენთვის რა მნიშვნელობას წარმოადგენს სადამდე მიგყავს მთავარია თანხას იღებ თანაც ორმაგს, დავრეკე მეც ოპერატორთან, სუფთა უნამუსო და უსაზიზღრესი მომსახურება აქვთ”
“ყველა *ლე ვისაც მაქნანა ყავს ლიცენზიას რო აძლევენ მაგის ბრალია”
“წვიმს გამოვიძახე ტაქსი ბავშვი უნდა წამეყვანა საავადმყოფოში გამვიძახე აპლიკაციით მოვიდაო ჩავედი ეზოში სადაა დავრეკე მაქსიმში და გააუქმა მძღოლმა შეკვეთაო როცა ველოდები გამომიგზავნეთ თავიდან თქოო გავიდა 15 წუთი არმოვიდაა დავრეკე ისევ ახლა მძღოლმა სხვა აიყვანაო და ველოდები ბავშვით წვიმაში ყველაზე უპასუხის მგებლო კომპანიააა ყველაზე ბანძი მომსახურება.”
“სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” გამოქვეყნებულ წერილს პასუხობს თავად კომპანია “მაქსიმიც” და წერს:
„სასოწარკვეთილი მომხმარებლების“ ჯგუფში დღეს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ მასში აღწერილი შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების დღესვე კომპანიის მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება. მენეჯერი დაუკავშირდა მგზავრს, მოუხადა ბოდიში და მას დაუბრუნდა ის თანხა, რომელიც ჩამოეჭრა ანგარიშიდან იმ კონკრეტული მგზავრობის ღირებულების სახით. რაც შეეხება მძღოლს, ის დაიბლოკა არა მხოლოდ სერვის „მაქსიმში“, არამედ ყველა იმ სერვისში, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივიღეთ ყველა ზომა არაკეთილსინდისიერი მძღოლის მიმართ და იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაცია მომავალში არ განმეორდეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. სერვისი „მაქსიმი“ მზად არის ითანამშრომლოს და მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს კანონის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია.”
“მაქსიმის” პასუხს მომხმარებლები გამოეხმაურნენ:
“ანუ ზუსტად 11.5 ლარის აგინა?”
“ყველა სიკეთესთან ერთად სულელებიც ყოფილან, მაგ თერთმეტმა ლარმა უნდა ააშენოთ”
“ტაქსის სერვისი “მაქსიმი” მაინტერესებს, ვიდრე თქვენი სერვისით სარგებლობის უფლებას მიიღებს მძღოლი, თქვენი მხრიდან რა ღონისძიებები ტარდება? ელემენტარულად, წესები თუ მაინც გაქვთ და უხსნით და შემდეგ მონიტორინგი თუ ხდება სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით? რადგან განცდაა, რომ ასე ალალ ბედზე აგყავთ ამდენი ავადმყოფი და მერე გადაბრუნებული ურმის გასწორებას ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ცდილობთ. დაუბლოკავთ თურმე. ყოჩაღ! ხელებიც დაგიბანიათ?”
“მაქსიმის” პასუხს ეხმაურება პოსტის ავტორიც:
“ბოდიში? ამდენ ხანს რატომ არ დამიკავშირდა თქვენგან მენეჯერი, დღეს დამირეკა და რა ის ავადმყოფი ისევ მოძრაობს თბილისი პატარა ქალაქია და ვერავინ დაიმალება , სირცხვილი თქვენ, ნაგინები შეურაცხყოფილი და დაზარებული დავრჩი მე და თქვენ რა გააკეთეთ, დაბლოკეთ მძღოლი, რომელმაც ჩემგან თანხაც მიიღო და აგრეთვე თქვენმა კომპანიმაც და რა გააკეთა თქვენმა კომპანიამ, რამით მაინც დაგენახებინათ თუნდა ზარით, რომ მითანაგრძნობთ …. ინციდენტის დღესაც 10-12 ჯერ დავრეკე და ვითხოვდი გასაუბრებას მენეჯერთან… სირცხვილია არ ვიცი რა ვთქვა…
ეს შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა, მაშინ ძალიან დავიბენი, თანაც შვილი მედგა გვერდით, რომელიც პროლაქტინის ანალიზზე განსაკუთრებული სიმშვიდით უნდა მიმეყვანა (გაფრთხილებული ვიყავი არანაირი სტრესი) ეს კაცი ისევ მოძრაობს ქალაქში ისევ გადაყავს მგზავრები, 1 საათის წინ დღეს დამიკავშირდა კომპანია და მომიხადა ბოდიში, მთელი ორი კვირა დუმდნენ, მეტი არ ვიცი რა ვთქვა…
17 სექტემბრის შემდეგ დღეს დამიკავშირდა მენეჯერი, რა თქმა უნდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ…”
“ალია” დაუკავშირდა პოსტის ავტორს, რომელიც გვიყვება, რომ კომპანია რეალურად მხოლოდ შემდეგ დაინტერესდა მომხდარით, როცა წერილს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა. იგი გვიყვება, რომ მომხდარიდან 2 დღეში, იგივე მანქანა და მძღოლი ისევ შეამჩნია ქალაქში და ისევ მგზავრები გადაჰყავდა. რასაკვირველია, 11, 50 ლარში არ არის საქმე, თუმცა, თანხა მას მხოლოდ 29 სექტემბერს დაუბრუნდა, მისივე თქმით, მაშინ როცა ინციდენტი 17 სექტემბერს მოხდა. პოსტის ავტორი, დღესაც ვერ საუბრობს მომხდარზე ემოციის გარეშე და მისი გვესმის, მით უფრო, რომ მისივე თქმით, უამრავი დრო და ენერგია დახარჯა, უამრავჯერ დარეკა კომპანიაში, რომ როგორმე მენეჯერთან გასაუბრება მოეხერხებია.
“ალია” დაუკავშირდა კომპანია “მაქსიმსაც”, სადაც გვითხრეს, რომ პიარსამსახური არ ჰყავთ, ვთხოვეთ დაგვკავშირებოდა პირი, ვისაც შეუძლია მედიასთან კომენტარის გაკეთება, თუმცა, ამ დრომდე არავის დაურეკავს.
კომენტარები