მწერალი ლაშა ბუღაძე:
,,დრაკონის წელი დგებაო და, მოგეხსენებათ, ერთი ქართველი დრაკონი ჩვენც გვყავს – კოლხიკოსი სახელად, იმერელი გველეშაპი, ოქროს საწმისს რომ იცავდა აიეტის ბრძანებით და მედეამ გამოაშტერა, ძილი მოჰგვარა, რათა იასონს ოქროს ვერძი მოეპოვებინა… მთვრალი დრაკონი არც მოიძებნება სხვა ნაციონალობის დრაკონებში და, მართალია, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, მაგრამ მაინც საყვარელი დრაკონია – არა ავი და პირიდან ცეცხლის ლიმიტირებულად გამომშვები… მაგრამ, ვაგლახ, რომ სხვა დრაკონები ასეთები არ არიან, ოქროს ვერძი კი – როგორც იდეა და ცივილიზაციური განძი – ცხადია, “უკან” არის დასაბრუნებელი…”
კომენტარები