ანალიტისოსი გია აბაშიძე გახარიას პარტიიდან გარიცხული ნატალია ძიძიგურის განცხადებას ასე ეხმაურება:
„მოღალატე გიორგი გახარიას ე.წ. პარტია კიდევ უფრო გაკოტრდება წინასაარჩევნოდ, რადგან პოლიტიკური ორგანიზაცია კი არაა, არამედ რევანშიზმისთვის გარე დავალებით შექმნილი ერთეული.
ხსენებული კანტორიდან უმწეო თავის მართლება, რომ მათზე ზეწოლას ახდენს სუსი, ისეთივე ზღაპარია, როგორც გახარია იყოს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. საიდუმლო პოლიტიკური პროექტი.
გიორგი გახარიას პარტიიდან გაშვებული ნატალია ძიძიგური ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. მისი თქმით, პარტიის ლიდერები – ბერდია სიჭინავა და შალვა კერესელიძე ბათუმის საკრებულოში ფრაქციის შექმნას აიძულებდნენ, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები კი პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდნენ. როგორც ძიძიგური ამბობს, ის პარტიის დავალებებს არ ასრულებდა, რაც მათ შორის აღნიშნულ საკრებულოში კრიზისის შექმნას უკავშირდებოდა.“
კომენტარები