გიორგი ჯავახაძე, ალია
ბიძინას და მიშას ბრძოლა წესების გარეშე, ძალიან გაიწელა, მერამდენე რაუნდია, უკვე ვეღარავინ ითვლის და მაინც ფრეა, რადგან ერთიც გამარჯვებულად აცხადებს თავს ყოველი რაუნდის შემდეგ და მეორეც.
ასეთ დროს, საინტერესოა შიდა დინებები, ანუ, მესიჯები, რომლებიც ოპოზიციის და პოზიციის აქტივისტებს ეგზავნებათ.
მაგალითად, ჯერ კიდევ როდის ვწერდით ექსკლუზიურად “ალიაში”, რომ მიშა ოპოზიციურ ძალებს ორად გაყოფდა, ე.წ. მიშისტებად და “პროსტა ოპოზიციად”, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც კი არ გვეგონა, თუ ეს ბრძოლა “პროსტა მარიასავით” უამრავ სერიად გავიდოდა პირდაპირ ეთერში.
ბოლო ორ კვირაში ოპოზიციის მომხრეებისთვის მესიჯბოქსი რამდენჯერმე შეიცვალა, ერთადერთი, რაც უცვლელია, ეს არის ანონსის ანონსი, უკვე მერამდენედ ვისმენთ, რომ ოპოზიციას გეგმა აქვს და ამ გეგმას მალე გაგვაცნობს… უწყვეტი პროტესტი კი გაწყდა, მაგრამ ოპოზიციის მომხრეებს და აქტივისტებს, როგორც გვიყვებიან, ეუბნებიან, რომ ოპოზიციას ფული არა აქვთ…
ქოცური ნარატივი ნაცურად – რა მესიჯები ვრცელდება ოპოზიციის ამომრჩევლებში
“მოღალატე” ლიდერები
სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილმა ციხეში გონება დაკარგა, რამდენიმე ჟურნალისტმა და არაერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, როგორც “ალიას” უყვებიან, მიიღო უცნაური მესიჯი – სადაც ატყობინებდნენ, რომ “ენმ”-ის რამდენიმე ლიდერი “ქოცია” და მისი არც ერთი სიტყვის არ უნდა დაეჯერებინათ. ოპოზიციის რიგი ლიდერების მესიჯები ხან ნაცური რომ არის და ხანაც ძალიან წააგავს ქოცურს, ამისი თქმა ვის რაში სჭირდება, ისედაც ცხადია, მაგრამ სწორედ იმ დღეს და სწორედ იმ მომენტში რაში დასჭირდათ ოპოზიციის აქტივში ამ უცნაური მესიჯის გაშვება? ერთს გეტყვით კიდევ, დასახელებულ ე.წ. გაყიდულ ლიდერებში იმ ადამიანთა გვარები მოხვდნენ, რომლებმაც პირველებმა განაცხადეს, რომ მიშაზე ციხეში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ოპოზიციას ფული არ აქვს? – ეს ის მესიჯია, რომელიც ასევე აქტიურად ვრცელდება ოპოზიციის მხარდამჭერებში. “ენმ”-ის ერთ-ერთი აქტივისტი “ალიას” კულუარულად უყვება:
“ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკა და ევროპა ითხოვს მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარებას და უნდა მოგვეცადა, არ უნდა გვქონოდა დიდი აქციები, ახლა გვეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ. ვინც მოვა და დარჩება, იმათ საჭმელი, წყალი და სიგარეტი უნდათო – კაი, კაცო! არ იციან, რა ვითარებაშია ქვეყანა? და იმის ფული ვერ გამოიძებნა, რომ საჭმელი, წყალი და სიგარეტი უყიდონ ოჯახიდან წამოსულ და სამსახურში წაუსვლელ კაცს? ადამიანები სავაჭრო დახლებს ტოვებენ და ოჯახს ტოვებენ ის დღეები შემოსავლის გარეშე და აქამდე დავედით, რომ ორ ლუკმა საჭმელზე და წყალზეა საუბარი? კაი, ხო, საჭმელი და სასმელი კი, მაგრამ სიგარეტი რატომ უნდა ვუყიდოთ, თუ სამშობლო უყვართ, სიგარეტის გარეშე ვერ უნდა გაძლონო? – მითხრეს, ეგ მავნე ჩვევააო. შე დედააფეთქებულო, ნაირ-ნაირი რომ გაცვია, შოპინგზე გამოკიდებულება არაა მავნე ჩვევა? შენ რომ ნაირ-ნაირს მიირთმევ და ყავასაც კი ვერ იდუღებ და იძახებ, ხელთუპყარი რომ ხარ გამხდარი, ეგ არაა მავნე ჩვევა? ასობით ადამიანია პარტიაში, დასხდნენ თავად და გაათიონ ღამე გარეთ – თუ ფულის დაზოგვა უნდათ, საკუთარი შიშველი ხელებით დაიწყონ ბრძოლა და გამოვა ხალხი რამდენიმე დღეში საკუთარი ფულით, იყონ 24 საათი ქუჩაში, აბა, თავად, ერთი ბოთლი წყლის და ერთი ლობიანის ამარა, თავად აღარ მოწიონ, ხომ ასე უყვართ ქვეყანა და იმ ფულით, აქციაზე მოსულ კაცს უყიდონ ის ერთი კოლოფი სიგარეტი და გამოვა კი არა, გამოვარდება ხალხი, რადგან მაგალითის ძალა დიდია.
ბოდიში, ბიძია, მარა დასავლეთ საქართველოში ასე ამბობენ და ზუსტად უნდა გავიმეორო, “არის მომენტები, ტრაკიც რომ მოი…ნა, უნდა ადგე და იშოვო ფულიო” და ასე უნდა ექნა ოპოზიციასაც, ჩემთან, ამომრჩეველთან არ უნდა წუწუნებდეს, აქცია რომ გავაკეთო, ლობიანის და წყლის ფული არა მაქვსო, გეგონება, ვინმე მწვადს და ვისკის სთხოვდეს! ან, თუ რამის გამკეთებელი ხარ, მართლა, თემურ ალასანიამ ეგ მაინც ვერ მოახერხა, რომ ფულის მობილიზება მოეხდინა? თუ ელემენტარული ფული არ გაქვს, ბიძია, მერე, ამ ფულის შოვნის ტრაკი თუ არ გაქვს, თუ გამბედაობა არ გაქვს, თუ საკუთარი შიშველი ხელების იმედიც არ გაქვს, რატომ ყვირი ხმის ჩახლეჩამდე? გაუფრთხილდი შენ ხმას და გაუფრთხილდი ჩვენ ნერვებს!”
ეს ის მესიჯბოქსებია, რომლებიც ამ მომენტში ტრიალებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. როგორც ხედავთ, ხალხი თვლის, რომ “ოცნების” მომხრეებში ხომ ბიძინას მესიჯბოქსი ტრიალებს და ოპოზიციურ ამომრჩეველში კი, მესიჯბოქსები ვრცელდება ბიძინასთვის – რამდენად ბრძენია ხალხი, მართლაც ყველგან ბიძინაა, თუ არა, გამოჩნდება.
კომენტარები