ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე:
,,ეშმაკი წვრილმანებშია. ეს წვრილმანები კი ჩვენი ქცევების განმსაზღვრელია და აი, ერთი მათგანიც : წავიკითხავ პოსტს, სადაც წერია, რომ ეს ხელისუფლება მოღალატე და რუსეთის ხელისუფლებაა.
კი, ბატონო! და მერე, ერთ საათში იგივე ადამიანი წერს რომ “ჩვენი ხელისუფლება” დამამცირებლად მოიხსენიებს ქართველ გმირებს.
ბატონო?! რა გაგიკვირდათ?! რომ რუსეთის ხელისუფლება აკნინებს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს?!
უცნაურია ერთობ.
მოკლედ, უნდა ჩამოვყალიბდეთ: თუ ეს ხროვა რუსეთის ხელისუფლებაა, მათდამი მოთხოვნა, რომ ქართველ გმირებს პატივი სცენ, რაღაც აბსურდია და ცოტა აშლილობაც. ეგებ პირდაპირ შოიგუს და პრიგოჟინს ვთხოვოთ სამძიმარი?!
თუ ქართული გვარები “გაბნევთ”, სულ გახსოვდეთ, რომ ჯუღაშვილი, ორჯონიკიძე და მახარაძეც ქართული გვარებია.
ღარიბაშვილების გამონათქვამებზე კომენტარი, რომ “ჩვენი ხელისუფლება მოღალატეა” არის სერიოზული პრობლემა, კოგნიტური პროცესებისთვის დამაბნეველი და შესაბამისად, ჩვენი მოქმედებების არათანმიმდევრულობის ტრიგერი.
“მოღალატე” და “ჩემი” ერთ წინადადებაში შეუთავსებელია და ამ შეუთავსებლობის ხშირი გამეორება აზიანებს ჩვენ ფსიქიკას.
გინდათ, რომ ამ ხროვას პასუხი გასცეთ? მაშინ, დასცინეთ, მეცნიერულად დააკნინეთ, შეეცადეთ განსხვავებულად დაამციროთ, გაემიჯნეთ. ფსიქიკა უფრო რელევანტური იქნება და შესაბამისად ქცევაც.
ეს ჩემი დაკვირვება, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. და ვისაც ეხება, მხოლოდ იმ მიზნით დავწერე, რომ მოღალატისგან ერთხელ და სამუდამოდ გამიჯვნა, შვებას მოგიტანთ და ნაკლებ შფოთს.
მტერს არ ეხვეწებიან, მტერს ებრძვიან ისე, როგორც შესაძლებელია. ესენი კიდევ, ამ ქვეყნის მტრები არიან.”
კომენტარები