ზაზა სარალიძე, წერს:
“ეკატერინე ტიკარაძე – ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001 %”
ახლა კი მოგი..ან მანდ დამსმელი და მერე ტაშის დამკვრელი. ვინ გირჩია მაგ განცხადების გაკეთება მისი ოჯახი მოვ..ან! !!
არც ჩემი შვილის მკვლელობა წარმოადგენდა ესე იგი პანიკის საფუძველს ხოო???
ორი ახალგაზრდის შუა დედაქალაქში მკვლელობა როგორ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს არა??? აი ეს ყოფილა თქვენი ლოგიკა.
მკვლელები ხართ ყველა ერთად აღებული ძველებიც და ახლებიც!!!!!
თქვენ 18 წელი ქვეყანა დაასამარეთ და ქართველების გადაშენებით ხართ დაკავებული.
ოჯახი აღარ დატოვეთ არც ერთმა, გლოვის ზარმა რო არ დარეკოს და შავები არ ჩააცვას.
ერში კაცის მოკვლასაც (იმიტომ რომ დღეს თქვენ კლავთ ერთმანეთის ჯინაზე) ვინც ტრაგედიად არ აღიქვამს, იმასი ოჯახები მოვ… ნ!!!!!!!!”
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა:
“მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0,001%. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებიდან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”
როგორც ჩანს, მინისტრს უნდოდა ეთქვა, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ვაქცინა მართლაც გიცავს უმრავლეს შემთხვევაში ლეტალობისგან და გართულებისგან, თუმცა, ფორმა, სიტყვები, რომლითაც მან აზრი გადმოსცა, მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
კომენტარები