უკრაინაში მყოფი ქართველი შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც კიევში იმყოფებოდა ომის დაწყებისას და მოგვიანებით გადაინაცვლა ლვოვში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მეგობრებო მოგიყვებით ეხლა ამბავს ჩვენს კონსულზე უკრაინაში.
ღმერთმა ხომ იცის, ამ სამყაროში ვინ სად არის საჭირო და ეს საოცარი ადამიანიც უკრაინაში გამოგვიგზავნა ქართველებს.
მე არ ვიცი ამ პერიოდში ვინ რა გააკეთა მაგრამ ქალბატონმა ნანამ მოახერხა თავის გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ლვოვი-ვარშავის მიმართულებით 55 საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდ და კომფურტულად გადაიყვანოს და ტრანსპორტირებით უზრუნველყოს.
თავზე დაგვფოფინებდა, გვამხნევებდა და გვაძლევდა იმედსა და ძალას!
შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩვენი კონსული ყველას იმედი და პატრონია!
მან თავად გამოიარა აფხაზეთის ომი და ზუსტად აქვს გააზრებული და გათავისებული ადამიანების ტკივილი!
სად იყო ომი! ჩემი კოვიდის დროს რომ არა ქალბატონი ნანა ახლა მარილზე ვიქნებოდი წასული.
მადლობა! და კიდევ მადლობა! როგორც შევთანხმდით, მალე შევხვდებით გამარჯვებულ კიევში.”
კომენტარები