დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს.
ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი…
ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული?! ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში?
ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო!
ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე. ამ შემთხვევაში ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ფრთა. ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით.
მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა“
კომენტარები