ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე, საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და წერს:
“სუსის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სუსმა ოპერატიული კავშირი დაამყარა Andria Jagmaidze თან. “ოპერატიული კავშირი” – ანუ “ჩახაზვა” – ეს განცხადებაც ამ კავშირის შედეგია.
ეს არის ჟურნალისტებზე ძალადობის მოწოდება. მედიასაშუალებების თანამშრომლებზე, ნებისმიერ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ განცხადების ავტორს.
მედიის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება ანდრია ჯაღმაიძის მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეს გარემოება და ეს განცხადება, კი აჩენს ეჭვს რომ მზადდება 5 ივლისის მსგავსი ძალადობრივი აქტი, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
ეს განცხადება უკვე შეფასდა, სახალხო დამცველის მიერ როგორც უკიდურესად საშიში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მოგიწოდებთ გაატაროთ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად.
,, როგორ მივედით აქამდე?!” – რას წერს ანდრია ჯაღმაიძე შემზარავ ფაქტზე
კომენტარები