“ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“მოგიყვებით ისტორიას, რომელიც არ მომიყოლია არასდროს.
მე სამი წლის უკან, “ქართული ოცნების” ორი მაღალჩინოსანი დამიპირისპირდა და მართმევდნენ რაც კი რამე გამაჩნდა. ოღონდ მე თუ ტელევიზიას დავთმობდი, შევინარჩუნებდი ყველაფერს და მპირდებოდნენ იმდენს, ალბათ, 100 ცხოვრება რომ ვიცხოვრო, იმდენის დაგროვების საშუალება მე არ მომეცემა. ერთადერთი პასუხი რაც იყო ჩემი ამ ორი ძალიან მაღლჩინოსის მიმართ – მე ჩემ კეთილდღეობას ჩემი თანამშრომლების ხარჯზე არ ვააწყობ. ეს იყო ჩემი პასუხი, რის მერეც, რაც კი რამე გამაჩნდა, ყველაფერი დამაკარგვინა ქართულმა ოცნებამ.
მე ფინანსები, ბოდიში და ფეხებზე მკიდია. დღეს ვიგებ, რომ ადამიანები როდესაც შიმშილით კვდებიან, თურმე, ქართულ ოცნებას დიმპიტაური აქვს ატეხილი ჩვენ ხარჯზე და გოჭები და ფხალები და ხაჭაპურები… ფინანსები ჩემთვის არარაობაა, როცა ჩემი მეზობელი შიმშილით კვდება.
ეს იყო სამი წლის წინ და მე ყველაფერი დავკარგე. ამის მერე რა ხდება? მერე მამაზე აღძრეს საქმე, ყველაზე მტკივნეული, რაც კი შეიძლება იყოს, 71 წლის ადამიანზე, რომელსაც 4 ოპერაცია აქვს გაკეთებული… შტურმი მიიტანეს ჩემ ოჯახზე. როგორია შენი ოჯახის წევრი ისჯებოდეს შენ გამო? თვითონაც დიდი წვლილია აქვს ამ ტელევიზიის შექმნაში, თორემ, მე არ მქონდა ამის საშუალება.
იყო ავსტრიაში და ვინ რას ეუბნებოდა, რომ არ ჩამოსულიყო, იქ ჩავიდოდნენ? ვუთხარი, დაანებე რა თავი, იყავი და აიღო ბილეთი და ჩამოვიდა. მე, შვილი, წინააღმდეგი ვიყავი, პირდაპირ ვიძახი, დარჩი-მეთქი და ჩამოვიდა. რაც დასაკარგავი იყო, ყველაფერი დავკარგეთ. მეტი დასაკარგავი მე არაფერი გამაჩნია. ერთადერთი თავისუფლება და ეს ტელევიზია.”
კომენტარები