ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კიდევ უფრო მძიმე შემოდგომას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
“ენმ”-ის წევრი, გიორგი ჩალაძე:
“ერთ კვირაში, 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება საქართველოში ადამიანები ამოწყდებიან, ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულია “ქართული ოცნების” მიერ.
არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩვენ ვიხილავთ რეალურ სურათ, ამათი იდეაა, პირველი – შეგვკეტოს სახლებში შიშით, მეორე – გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მესამე – ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მივიდეს და ხმა მისცეს და მეოთხე – ვინც კი დარჩენილია ბიზნესში ისინიც ჩაისვას ჯიბეში, რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღოს”
“ლელო” საქართველოს წვერი, ვატო სურგულაძე:
“პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ – გენოციდში გადავიდა ეს ყველაფერი, ერის განადგურებაში”.
“ევროპული საქართველოს” წევრი ვახტანგ კალოიანი:
“პრობლემა მედიკამენტების მომარაგებაში, აღჭურვილობის არ არსებობასა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაშიცაა.”
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, ოღონდ, რის საფუძველზე აქვს ასეთი პროგნოზი, არ აკონკრეტებს.
პრემიერი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ჩვენი ექიმების პროგნოზით, სიტუაცია სექტემბრის ბოლომდე დასტაბილურდება და მანამდე უნდა გავუძლოთ. როგორ უნდა გავუძლოთ სიკვდილობას, ამას არც ის აკონკრეტებს.
კომენტარები