ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
“რომ შეიძლებოდეს სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება, მე და ჩემი 5 მეგობარი მზად ვართ შევიდეთ კოვიდით დაინფიცურებულ ადამიანებთან!
უნიღბოდ, უხელთათმანოდ,
ეკიპირების გარეშე.
დავყოთ მათთან რამოდენიმე საათი და დაგიმტკიცით 2 რამ!
1. არ მოგვეკარება კოვიდი
2.თუ მაინც დავინფიცირდით, ავადმყოფობა ჩაივლის უსიმპტომოდ და სამომავლოდ საჭირო იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ!
ეს ამბავი მხოლოდ გენერალური რეპეტიციაა, ამიტომ სჯობს ახლავე გადავიტანოთ მარტივად და უპანიკოდ, ვიდრე განმეორებით ტალღას შევეწიროთ,რომელიც დიდი ალბათობით შემოდგომასთან ერთად მოვა.
როგორ მუშაობს ეს შტამი?
არ ცელავს ლაღებს და მდგრადი ნერვული სისტემის მატარებლებს,
უნგრევს იმუნიტეტს მხდალ და მშიშარა ადამიანებს!
მიდის დიდი წმენდის პერიოდი!
რწმენა კი ამ დროს მუშაობს იგივე პრინციპით, რაც მაგალითად
?ბოდბეში, წმ.ნინოს გაყინულ წყალში ჩასვლა და არ დასნეულება,
პირიქით გაჯანსაღება!
?ნათლობაში,აუტანელ სიცივეშიც კი, ბავშვები არ ავადდებიან
?ციხეებში და ინფექციურ საავადმყოფოებში პერსონალი უმძიმეს პაციენტებთან ურთიერთობს განსაკუთრებული თავდაცვის გარეშე!
?ომების და კატაკლიზმების დროს არ ხდება ინფარქტები და ინსულტები, ანევრიზმები, იმიტომ რომ ორგანიზმი გადარჩენაზეა ორიენტირებული!
?ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის რწმენით განკურნება და ასევე პანიკით დაღუპვა.
აი ამიტომ ლოცულობენ და მღერიან ექიმები!
… და მერე ხელების დაბანა!
გაიღვიძეთ, საბნებში გახვეულო, ჭაღარა შერეულო, გოდების მოყვარულო ერო! გაიღვიძეთ, თორემ დაგვემხო ეკონომიკა თავზე!!!!
მარტო იბიარდის მცირედი დახმარება არ ეყოფა შიშისგან თავზარდაცემულ ერს!
დაკეტეთ მაცივარი, დაიწყეთ ვარჯიში და სუფთა ჰაერის ფილტვებში ჩაშვება!
დატკბით წვიმით, რომელსაც 6 თვე ველოდებოდით და რომ არა ეს რესტარტი,ზაფხულში სავარაუდოდ გვალვა მოგვკლავდა!
მადლობა ცას,
კოსმოსს, გაჯანსაღებულ დედა-ბუნებას, გამჩენ ღმერთს და ჩვენს გულებში დანთებულ სანთელს!
ხარებას გილოცავთ”
კომენტარები