ოპოზიციონერი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის კითხვას: „რომ აღმოჩნდეს, რომ პარლამენტში არის ამის კეთილი ნება, მოიძებნება თუ არა ბიუჯეტში 30-დან 60 მლნ ლარამდე იმისთვის, რომ ჯარისკაცებს ღირსეული ხელფასი გადავუხადოთ, მაგალითად წვევამდელებს, არა 200 ლარი, არამედ 1000 ლარი. თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრი შეძლებდით ამ თანხის მოძიებას ბიუჯეტში?“, – ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ასე პასუხობს:
„საბიუჯეტო პროცესი იცით ძალიან კარგად. ანუ, ჩვენ შეგვიძლია პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება უკვე დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებით განხორციელდეს ცვლილებები და როცა ვსაუბრობთ რეფორმებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტულ თვეში მოვიძიოთ თანხები ბიუჯეტიდან, არამედ იმაზე, თუ რა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. ამაზე რომ გვესაუბრა წინა წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს, გასაგები იქნებოდა. თანხების პოვნა ბიუჯეტში ასე არ ხდება, ყველა თანხა არის გაწერილი და გადანაწილებული. ჯერ მარტია და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილებების გეგმა არ არის გამოკვეთილი და წლის შუიდან უკვე შესაძლებელია ეს გამოიკვეთოს. ამ კითხვაზე პასუხი არ არის ცალსახა. ბიუჯეტში თავისუფალი თანხა არ არის და ვერც იქნება“.
კომენტარები