თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, სევდია უგრეხელიძე:
“მძიმე კვირაა. ბუნებრივად ყველანი იქ ვართ, 2021 წლის წინანდელ იერუსალიმში. პრეზიდენტი ცუდადაა. საკითხის გააქტიურების მიზნით, აზრი გამოვთქვი, ვთხოვოთ პატრიარქს, მიმართოს მთავრობას მისი სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით. მივიდეთ უშუალოდ ქრისტიან მრევლთან და შევახსენოთ, რომ სიკეთე და სიყვარულია-ქრისტიანობა. ლამის ჩამქოლეს მეგობრებმა: ვის თხოვ, რას ელი, გამსახურდიას რა უყო და ა. შ. ჰოდა, თვითონ მოიფიქრეთ ამ სამ დღეში, აღდგომამდე, სად გავმართოთ აქციები, რა მოთხოვნით. სიამოვნებით მოვალ. ააააა! არ გამოვა, მძიმე დღეებია? კარგი, მაშინ. სამზარეულოს მივხედოთ.”
შეგახსენებთ, სევდია უგრეხელიძემ, ცოტა ხნის წინ ინიციატივა გააჟღერა:
“მეგობრებო, საქართველოს ეკლესიას არ მივმართოთ? პატრიარქს აქვს შანსი, გამოიჩინოს ქრისტესმიერი სიკეთე და სთხოვოს მთავრობას მიშას სამკურნალოდ გადაყვანა!”
კომენტარები