გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველთან” ამბობს:
“სააკაშვილი ახლა ციხეში ზის და შიმშილობს, ესაა ახლა ჩემთვის მთავარი და არამარტო ჩემთვის.
იმაზე ყველამ დაიმოკლოს ენა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ მიშა კურდღელია, ვერ ჩამოვა, რისი ჩამომსვლელია – მოკეტეთ, ბატონებო და ქალბატონებო, მოკეტეთ, ენა ჩაიგდეთ, გადაყლაპეთ ენა უკვე, თქვენი არგუმენტები არ ჭირს.
სააკაშვილი ჩამოვიდა, თვითგანწირვაზე წავიდა, რომ შიმშილობს, თქვენ რა გგონიათ, სამ დღეში შეწყვეტს შიმშილს? ქოცები, ხომ იცით, რომ იტყვიან, ჩუმ-ჩუმად ჭამს საჭმელსო? გავერკვიოთ ყველა, სანამ ამ ხელისუფლებას მივადგებით და პოლიტიკურ განაჩენს გამოვუტანთ, გავერკვიოთ, როგორ ვექცევით საქართველოს მესამე პრეზიდნეტს.
შუაში ვეღარ გაივლის ვერავინ უკვე… ყველა პარტიამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
ბანდიტი ბიძინას ციხეში ზის სააკაშვილი ციხეში და სერიოზული სტრატეგიაა საჭირო – წამზომია ჩართული, ყოველ დღე დამძიმდება მიშას მდგომარეობა.
ვფიქრობ, მე და თაკო ჩარკვიანი შევიდეთ ციხეში და დაველაპარაკოთ, მაგრამ მიშას პოზიცია ცხადია, დღეს თუ ვინმეს პოზიციაა ცხადი – ესაა სააკაშვილი და დანარჩენების პოზიციებს სჭირდება სიცხადე.
“ოცნება” კბილებით ომობს რომ 43 პროცენტზე მეტი დაიწეროს. ჩვენ ხომ არ დაგვავიწყდა რომ ეს არჩევნები იმიტომ გვინდოდა, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
ივანიშვილმა რა უნდა თქვა? რა აქვს სათქმელი? ივანიშვილმა ერთი კარგი რამე ისწავლა, რომ ხმა არ უნდა ამოიღოს, რამდენჯერაც პირს აღებს, სისულელეებს ლაპარაკობს, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ აღარ უნდა ილაპარაკონ,. ივანიშვილმა ეს ისწავლა. რაში სჭირდება ივანიშვილს განცხადების გაკეთება? ივანიშვილმა ამოიღო ხმა, არ ამოიღო, რას ცვლის ეს, არაფერს ცვლის.”
კომენტარები