sputnik-abkhazia.ru აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ დონეცკში, ჭურვის აფეთქების შედეგად, აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა. მათი ცნობით, დაღუპულია სოფელ კუტოლის მკვიდრი ახრა კირკინაძე. ასევე წერენ იმასაც, რომ ამ სოფლიდან, 5 ადამიანი იბრძოდა რუსეთის მხარეს დონბასში. მამაკაცი 36 წლის იყო და 5 შვილის მამა.
აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა. სოფლის ხელმძღვანელის, ვახტანგ კვარაცხელიას ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას.
კომენტარები